ბრიუსელში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მეთაურთა რიგგარეშე სამიტზე დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შესახებ შეთანხმება დაამტკიცეს. ამის შესახებ „ტვიტერის“ პირად გვერდზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა დაწერა. „ევროკავშირის 27 წევრმა ქვეყანამ დაამტკიცა შეთანხმება და პოლიტიკური დეკლარაცია ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შორის მომავალი ურთიერთობის შესახებ“, - წერს ტუსკი.

 

სამიტზე, რომელიც საათზე ნაკლებ დროს გაგრძელდა, ორი მთავარი დოკუმენტი მიიღეს. მოსალოდნელია, რომ „ბრექსითის“ შესახებ დოკუმენტთა პაკეტის მხარდაჭერის შემდეგ, ლიდერები შეხვდებიან დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრ ტერეზა მეის, რომელსაც თავისი გადაწყვეტილების შესახებ აცნობებენ. ევროკავშირის ლიდერების სამიტის შემდეგ, „ბრექსითის“ შესახებ გადაწყვეტილება ევროპარლამენტმა და დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა უნდა დაამტკიცონ.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.