ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ელჩებმა „ბრექსითის“ დასრულების შემდეგ, დიდი ბრიტანეთის მოქალაქეებისათვის უვიზო რეჟიმის დაწესების საკითხი შეათანხმეს. ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში.

 

„ევროკავშირის ელჩებმა დღეს გადაწყვეტილება მიიღეს, რომ დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შემდეგ ბრიტანეთის მოქალაქეები, რომელიც შენგენის ზონაში მოკლე დროით ჩადიან, უვიზო რეჟიმით სარგებლობის უფლებას მიიღებენ“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ევროკავშირის საბჭომ ევროპარლამენტთან მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს, რათა ეს გადაწყვეტილება საკანონმდებლო დონეზე გაფორმდეს. ევროკავშირის საბჭო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ აღნიშნული რეჟიმი ორმხრივი უნდა იყოს.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.