დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი  ამბობს, რომ ევროკავშირის დროული დატოვება სურს. ამის შესახებ BBC წერს.

 

როგორც ბრიტანეთის მთავრობის მეთაური ამბობს ის ბრიუსელში ახალი იდეებითა და განახკებული მანდატით დაბრუნდება, რაც ირლანდიის საზღვრის პრობლემას გადაჭრის.

 

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირს Brexit-ის შეთანხმებაზე დიალოგის განახლება არ სურს. Brexit-ის საკითხებში ევროკავშირის მთავარი წარმომადგენელი მიშელ ბარნიე განმარტავს, რომ ირლანდიის საზღვრის თემა ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შორის შეთანხმების ნაწილია და დოკუმენტი ხელახლა აღარ გადაიხედება.

 

29 იანვარს, 317 ხმით 301-ის წინააღმდეგ ბრიტანელმა კანონმდებლებმა Brexit-ის შეთანხმების ცვლილებას მხარი დაუჭირეს.

 

15 იანვარს, შეთანხმებული პროექტი, რომელიც ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლას ეხებოდა თემთა პალატამ ხმათა უმრავლესობით ჩააგდო. ამის გამო საპარლამენტო ოპოზიციამ მთავრობის უნდობლობის საკითხი კენჭისყრაზე დააყენა, თუმცა ტერეზა მეის მთავრობა უნდობლობის გამოცხადებას გადაურჩა.

 

ოფიციალურ ლონდონსა და ბრიუსელს შორის Brexit-ის პირობების შესახებ ოფიციალური მოლაპარაკებები 2017 წლის 19 ივნისს დაიწყო. დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ტერეზა მეიმ ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლის პროცედურის შესახებ დოკუმენტს ხელი 2018 წლის 29 მარტს მოაწერა. დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი 2019 წლის 29 მარტს უნდა დატოვოს.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.