ევროკავშირის წევრ ქვვეყნებს უფლება არ აქვთ იძულებით დააბრუნონ სამშობლოში მოქალაქეები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ დევნილები არიან, თუ მათ საკუთარ წარმოშობის ქვეყანაში საფრთხე ემუქრებათ – ნათქვამია   ევროკავშირის სასამართლოს პრესლერიზში

 

აღნიშნული წესი დაცული უნდა იყოს იმ შემთხვევაშიც, თუ უცხო ქვეყნის მოქალაქეს დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარს ეუბნებიან ან უკვე მინიჭებულ ამ სტატუსს ჩამოართმევენ უსაფრთხოების მოსაზრებებიდან გამომდინარე, – განაცხადეს მოსამართლეებმა.

 

ამასთან, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ხელისუფლებებმა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, ჩათვალონ აღნიშნული მოქალაქე არალეგალურ მიგრანტად თუ არა.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.