ევროკავშირის წევრმა 27 ქვეყნის ლიდერმა ბრიუსელში გამართულ დღევანდელ სამიტზე მხარი დაუჭირეს ახალ შეთანხმებას „ბრექსითის“ შესახებ, რომელზეც მანამდე ლონდონი და ევროკავშირი შეთანხმდნენ. ამის შესახებ საუბარია სამიტის შემდეგ ლიდერების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

„როგორც ჩანს, მივაღწიეთ ფინალურ ეტაპს“, - განაცხადა ევროსაბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

 

მისი თქმით, ევროსაბჭო შეთანხმების ამუშავებას 1 ნოემბრიდან ელოდება.

 

შეთანხმება ითხოვს ევროპული და ბრიტანული პარლამენტების მხარდაჭერას. გეგმის მიხედვით, დიდი ბრიტანეთის პარლამენტი შაბათს შეიკრიბება, რათა შეთანხმების რატიფიცირება განახორციელოს.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.