ევროკავშირის მიერ ვიზების გაცემის ახალი წესები დღეიდან ამოქმედდა. ინფორმაციას ამის შესახებ ევროკომისიის პრესსამსახური ავრცელებს.

 

„ხანმოკლე ვიზების გაცემის ახალი წესები მთელი მსოფლიოს მასშტაბით 2 თებერვლიდან ამოქმედდება. ცვლილებების მიზანი ვიზების გაცემის გამარტივება, ტურიზმის, ვაჭრობისა და ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა და უკანონო მიგრაციასთან ბრძოლაა“, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

 

კერძოდ, ვიზაზე საბუთების შეტანა არა სამი თვით, არამედ ექვსი თვით ადრე, ელექტრონული ფორმით იქნება შესაძლებელი, დადებითი ისტორიის მქონე მოგზაურები კი უფრო ხანგრძლივი დროით მოქმედი ვიზების მიღებას შეძლებენ. ამასთან ერთად, საკონსულო მოსაკრებელი 60 ევროდან 80-მდე გაიზრდება.

 

ევროკომისიის ცნობით, ცვლილებები მსოფლიოს 105 ქვეყანას შეეხო, რომლებსაც შენგენის ზონის ქვეყნებთან სავიზო რეჟიმი აქვს დაწესებული.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.