ევროკავშირის საბჭომ ოფიციალურად დაამტკიცა იმ ქვეყნების სია, რომელთა მოქალაქეებსაც ევროკავშირის ტერიტორიაზე პირველი ივლისიდან შესვლა შეეძლებათ.

 

14 ქვეყანას შორის, რომელთა მოქალაქეებს ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა შეეძლებათ, საქართველოც არის.

 

ევროკავშირის განცხადებაში ხაზგასმულია, რომ აღნიშნული სია ყოველ ორ კვირაში გადაიხედება და გარემოებების მიხედვით განახლდება.

 

სიაში შემდეგი ქვეყნები მოხვდნენ: საქართველო, ავსტრალია, კანადა, იაპონია, მონტენეგრო, მაროკო, სერბეთი, ურუგვაი, ალჟირი, ტუნისი, რუანდა, ახალი ზელანდია, სამხრეთ კორეა, ტაილანდი.

 

რაც შეეხება ჩინეთს, ევროკავშირი საზღვარს იმ პირობით გახსნის, თუ ჩინეთიც ასევე გაუხსნის საზღვარს ევროკავშირის მოქალაქეებს.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.