ეკონომიკის საკითხებში ევროკომისარი, პაოლო ჯენტილონის განცხადებით, 2020 წელს ევროკავშირის ეკონომიკა უფრო ღრმა რეცესიაში ჩავარდება, ვიდრე მანამდე იყო პროგნოზირებული.

 

ევროკომისიაში აცხადებენ, რომ მიმდინარე წელს ევროკავშირის ეკონომიკა 8.3%-ით შემცირდება, ხოლო 2021 წელს კი 5.8%-იანი ზრდა დაფიქსირდება.

 

„ეკონომიკის აღდგენისკენ მიმავალი გზა ჯერ კიდევ გაურკვევლობით არის მოფენილი, რაც ძირითადად ეპიდემიოლოგიური სიტუაციიას გაურკვევლობას უკავშირდება“, - განაცხადა პაოლო ჯენტილონიმ.

 

აღსანიშნავია, რომ მაისში გამოქვეყნებული პროგნოზის თანახმად, 2020 წელს ევროკავშირის მშპ-ის 7.5%-ით შემცირება იყო პროგნოზირებული.

 

ევროკომისიაში აცხადებენ, რომ 2020 წელს ეკონომიკურ აქტივობაზე გავლენა მოსალოდნელზე უარესი იქნება, რადგან „საკარანტინო ზომების გაუქმება ნაკლებად სწრაფად მიმდინარეობს, ვიდრე საგაზაფხულო პროგნოზში იყო გათვალისწინებული“.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.