ევროკავშირი ალექსანდრე ლუკაშენკოს ბელარუსის პრეზიდენტად არ ცნობს. ამის შესახებ უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეპ ბორელმა განაცხადა.

 

„9 აგვისტოს გამართული საპრეზიდენტო არჩევნები არც თავისუფალი იყო და არც სამართლიანი. ევროკავშირი გაყალბებულ შედეგებს არ ცნობს. შედეგად, 23 სექტემბერს გამართულ ე.წ. ინაუგურაციასა და ალექსანდრე ლუკაშენკოს ახალ მანდატს დემოკრატიული ლეგიტიმაცია არ გააჩნია და პირდაპირ ეწინააღმდეგება ბელარუსის მოსახლეობის დიდი ნაწილის ნებას“, - ნათქვამია ჟოზეპ ბორელის განცხადებაში.

 

23 სექტემბერს მინსკში ალექსანდრ ლუკაშენკოს ინაუგურაციის ცერემონია გაიმართა, რომლის შესახებ მანამდე არაფერი იყო ცნობილი. ღონისძიებას ასობით ბელარუსი საჯარო მოხელე დაესწრო. ცერემონიის კადრები ადგილობრივ მედიაში მხოლოდ ღონისძიების დასრულების შემდეგ გავრცელდა. ბელარუსის ოპოზიციის ლიდერმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიმ კი თავი ბელარუსის ერთადერთ ლეგიტიმურ ლიდერად გამოაცხადა.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.