ევროკავშირის ლიდერები ბელარუსისთვის სანქციების დაწესებაზე შეთანხმდენ. გადავწვიტეთ სანციების დაწესება, განაცხადა ევროსაბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ბრიუსელში გამართული სამიტის შემდეგ

 

შარლ მიშელმა, ასევე აღნიშნა, რომ ე.წ. შავ სიაში ალექსანდრე ლუკაშენკო არ იქნება და სანქციო პროცედურები, 2 ოქტომბრიდან დაიწყება

 

,,ჩვენ ვიწყებთ იმ ზომების მიღებას, რაზეც რამდენიმე კვირის წინ ვიმსჯელეთ და დღეს უკვე გადაწვეტილება მიღებულია. ჩვენ მხარს ვუჭერთ ბელარუსის მოქალაქეებს, ვინც საკუთარი ქვეყნის დემოკრატიული მომავლისთვის იბრძვის. ჩვენ ვიცავთ ფუნდამენტურ ღირებულებებს და ეს არის გამოხატვის თავისუფლება, მედიის თავისუფლება და სამოქალაქო საზოგადოება. სანქციებს დაექვემდებარება 40 პირი“ - განაცხადა შარლ მიშელმა

 

სანქციები ამოქმედდება იმ პირთა წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელა 2020 წლის 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებასა დაა დემოსტრანტების მიმართ  ძალადობაში 

 

,,ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს მივიღეთ პოლიტიკური გადაწვეტილება სანქციების დაწესებაზე. მე ვადასტურებ, რომ სიაში არ არის ლუკაშენკო. ჩვენ ვაგრძელებთ მოვლენების განვითარებაზე დაკვირვებას, ჩვენ ვართ დიალოგის დაწყების მომხრე. განაკუთრებით გვინდა აღვნიშნოთ ეუთოს როლი, რადგან ვფიქრობთ ეუთოს შეუძლია პოზიტიური და კონსტრუქციული რომლის შესრულება. ევროკავშირი გმობს ბელარუსში მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობას, პოლიტიკური ოპონენტების დევნას“ - განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა

 

სანქციების დაწესების საკითხზე შეთანხმების მიღწევას გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელიც მიესალმა და აღნიშნა, რომ ლუკაშენკოს მხარდამჭერების წინააღმდეგ სანქციების დაწესება ,,ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალია“

 

როგორც ცნობილია, ბელარუსის ოფიციალური პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესების გადაწყვეტილება ევროკავშირის ლიდერებმა ჯერ კიდევ აგვისტოში მიიღეს, თუმცა კვიპროსის პოზციის გამო, რომელიც სანაცვლოდ თურქეთისთვის სანქციების დაწესებას ითხოვდა, შეთანხმების მიღწევა ამ დრომდე ვერ ხერხდებოდა. წუხელ გამართული სამიტის დროს ევროკავშირმა ანკარა შესაძლოა სანქციების შესახებ გააფრთხილა და მოუწოდა, აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვისპირეთში ,,პროვოკაციები და ზეწოლა“ შეწყვიტოს, რის შემდეგადაც კვიპროსი ბელარუსუსთვის სანციების დაწესებას დათანხმდა

 

ცნობისთვის, 19 აგვისტოს ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ ბელარუსში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ ცნობს.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.