Global Press

Georgia

Global PressGlobal PressGlobal PressGlobal Press

USD
2.6984
EUR
3.0246
RUR
0.0421
GBP
3.4912

სტამბოლში აია-სოფიას ტაძრის მეჩეთად გადაკეთება ერთგვარი პასუხია დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად, ხოლო გოლანის მაღლობებზე კი ისრაელის სუვერენიტეტი აღიარა, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

 

„მუნიციპალური არჩევნების შემდეგ ჩვენ ჭეშმარიტ სტატუსს დავუბრუნებთ აია-სოფიას. რას ნიშნავს ეს? ჩვენ შევცვლით მუზეუმის სტატუსს მეჩეთზე. ტრამპი აცხადებს, რომ იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქია. გოლანის მაღლობებს ოკუპანტ ისრაელს აძლევს. პასუხს ამაზე თურქეთიდან მიიღებთ“, - განაცხადა ერდოღანმა

 

ტრაპიზონში სიტყვით გამოსვლისას. შეგახსენებთ, რომ 24 მარტს თურქეთის ლიდერმა განაცხადა, რომ აია- სოფიას სტატუსი შეიცვლება.

 

აია-სოფიას ტაძარი ბიზანტიის იმპერიის დროს მეექვსე საუკუნეში აშენდა და ბერძნული მართლმადიდებელი ეკლესიის ცენტრად მოიაზრებოდა.

ფრანკფურტის პროკურატურა ათი ადამიანის დაკავების შესახებ იუწყება, რომლებიც ავტომანქანისა და იარაღის გამოყენებით თავდასხმების მოწყობას გეგმავდნენ.

 

გამოცემა „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ეჭვმიტანილები საპოლიციო რეიდების დროს დააკავეს, რომელშიც 200 პოლიციელი მონაწილეობდა. დაკავებულთა ასაკი 20-დან 42 წლამდეა. რომელი ქვეყნის მოქალაქეები არიან ისინი, ინფორმაცია არ ვრცელდება. ყველა მათგანი დაკავშირებულია ადგილობრივ ისლამისტურ სალაფიტურ თემთან.

 

გამოძიების ინფორმაციით, აღნიშნული პირები გეგმავდნენ რაც შეიძლება მეტი „ურწმუნოს“ მოკვლას.

 

პოლიციამ რეიდის დროს მათგან 20 ათასი ევრო, დანები, ნარკოტიკები, სხვადასხვა დოკუმენტები და ელექტრონული მოწყობილობები ამოიღო.

ნიდერლანდებში, ქალაქ უტრეხტში მომხდარ სროლასთან დაკავშირებით, რომლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო რამდენიმე კი დაშავდა, პოლიცია წარმოშობით თურქ მამაკაცს ეძებს.

 

პოლიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საუბარია 37 წლის მამაკაცზე, ვინმე გექმან თანისზე.

 

პოლიცია მოქალაქეებს მიმართავს, ინფორმაცია მიაწოდონ მათ ეჭვმიტანილის ადგილსამყოფელის შესახებ.

 

შეგახსენებთ, რომ დღეს უტრეხტში მამაკაცმა ცეცხლი გახსნა ტრამვაიში. პოლიცია ერთ-ერთ ვერსიად ტერაქტს განიხილავს.

დიდი ბრიტანეთის მთავრობის მინისტრების უმეტესობა პრემიერ-მინისტრის ტერეზა მეის გადადგომას ითხოვს, რომლის შემცვლელადაც დევიდ ლიდინგტონს ასახელებენ. ამის შესახებ „The Times“ იუწყება.

 

გამოცემის ინფორმაციით, მინისტრებმა კერძო სატელეფონო საუბრების სერია გამართეს და შეთანხმდნენ, რომ პრემიერ-მინისტრმა გადადგომის შესახებ უნდა განაცხადოს.

 

„თაიმსის“ ინფორმაციით, ჟურნალისტები ესაუბრნენ 11 მინისტრს, რომლებმაც დაადასტურეს, რომ სურთ, პრემიერ-მინისტრმა თანამდებობა ვინმე სხვას დაუთმოს.

 

მინისტრები ტერეზა მეისთან შეხვედრას ორშაბათისთვის, მთავრობის სხდომაზე გეგმავენ, რომლის დროსაც მისი თანამდებობიდან წასვლას მოითხოვენ. უარის შემთხვევაში, ისინი მასობრივად გადადგებიან, ან საჯაროდ მოითხოვენ მის მიერ თანამდებობის დატოვებას. გამოცემის ინფორმაციით, სულ მცირე, ექვსი მინისტრია მომხრე, პრემიერ-მინისტრის თანამდებობა თემთა პალატის ლიდერმა დევიდ ლიდინგტონმა დაიკავოს, რომელიც „ბრექსითის“ პროცესს დაასრულებს.

ფრანგი სამხედროები უფლებამოსილნი იქნებიან ცეცხლი გახსნან თუ მათი ან მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირების სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება „ყვითელი ჟილეტების“ აქციის რადიკალი მონაწილეების მხრიდან. ამის შესახებ პარიზის სამხედრო გუბერნატორმა გენერალმა ბრუნო ლერეიმ განაცხადა.

 

გენერალმა განაცხადა, რომ სამხედროებს მკაფიოდ განსაზღვრული ბრძანებები აქვს მიღებული, თუმცა სიცოცხლისთვის საფრთხის შემთხვევაში შეუძლიათ ცეცხლი გახსნან.

 

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის გადაწყვეტილებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, „ყვითელი ჟილეტების“ აქციების დროს, უსაფრთხოებას სამხედროები დაიცავენ.

 

მაკრონის განცხადებით, სამხედროები სამთავრობო და სხვა ობიექტებს დაიცავენ, რათა პოლიციურ ძალებს საშუალება მისცენ, საზოგადოებრივი წესრიგის დამყარება შეძლონ. დაახლოებით შვიდი ათასი ჯარისკაცი, ავტომატური იარაღით შეიარაღებული უკვე განთავსებულია მთელი ქვეყნის მასშტაბით ოპერაციის ფარგლებში, რომლის სახელწოდებაა „Sentinel“.

 

გასულ შაბათს, პარიზში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. დარბეულია 80-მდე მაღაზია და ოფისი. პოლიციამ 220 ადამიანი დააკავა.

 

მორიგი, რიგით მე-19 აქცია ხვალ გაიმართება.

ნიდერლანდებში, ქალაქ უტრეხტში მომხდარ სროლას შესაძლოა ტერორისტული მოტივი ჰქონდეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ქალაქ უტრეხტის პოლიცია ავრცელებს.

 

ჰოლანდიური მედიის ინფორმაციით, სროლის შედეგად, სულ მცირე ერთი ადამიანი გარდაიცვალა.

 

„პოლიცია დღეს მომხდარ სროლას იძიებს. ტერორისტული მოტივი, როგორც შესაძლო მოტივი განიხილება გამოძიების მსვლელობისას“, - ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.

 

შეგახსენებთ, რომ დღეს ქალაქ უტრეხტში უცნობმა პირმა ცეცხლი გახსნა ტრამვაიში, შედეგად რამდენიმე ადამიანია დაჭრილი. დაშავებულების ზუსტი რიცხვი ცნობილი არ არის.

ნორვეგიის დასავლეთ სანაპიროსთან მასშტაბური სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. ძლიერ შტორმის დროს საკრუიზო ლაინერის ძრავს პრობლემა შეექმნა. ბორტზე 1300-მდე ადამიანი იმყოფებოდა. მათი ევაკუაცია ავიაციის დახმარებით მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. გავრცელებული ცნობით, ამ დროისთვის ყველა მგზავრი უკვე სანაპიროზეა გადაყვანილი, ოპერაციის დროს 8 მათგანი დაშავდა. განგაშის სიგნალის გაშვების შემდეგ ავარიის ადგილას, სადაც ტალღების სიმაღლე 10 მეტრს აღწევდა, 5 ვერტმფრენი და რამდენიმე სამაშველო ხომალდი გაგზავნეს. დღეს დილით საკრუიზო ლაინერზე ერთ-ერთი ძრავის მუშაობის აღდგენა შეძლეს და ახლა გემი უახლოეს პორტამდე მისვლას ცდილობს.

უკრაინამ ოკუპირებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ იმ წარმომადგენლებს დაუწესა სანქციები, რომლებიც „დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში“ გამართულ „არჩევნებზე“ ე.წ. დამკვირვებლებად იყვნენ ჩასული.

 

კერძოდ, სასანქციო სიაში მოხვდნენ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ცესკო-ს თავმჯდომარე თამაზ გოგია, დე ფაქტო დეპუტატი ალმასხან არძინბა და დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანი ოლეგ არშბა. ასევე სიაში არიან ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იგორ კოზაევი, დე ფაქტო პარლამენტის ვიცე-სპიკერი რუსლან თედეევი, დე ფაქტო დეპუტატები ბახვა თედეევი და იგორ ჩოჩიევი, დე ფაქტო პრეზიდენტის თანაშემწე დავით გაზაათი.

 

სანქციები ითვალისწინებენ აქტივების ბლოკირებას, უკრაინიდან კაპიტალის გატანის აღკვეთას, უკრაინის ტერიტორიაზე შესვლას. სანქციების ვადა 3 წელია.

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ყველაფერს გააკეთებს, რათა ყირიმი უკრაინის შემადგენლობაში დააბრუნოს. „ყირიმი უკრაინას დაუბრუნდება.

 

ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შესაძლებელია, რათა ეს რაც შეიძლება მალე მოხდეს, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. ჩვენ გავათავისუფლებთ ყირიმს“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

 

მისივე თქმით, „უკრაინა ყირიმთან დაკავშირებით არასდროს წავა ვაჭრობაზე“.

 

უკრაინაში მორიგი საპრეზიდენტო არჩევნები 31 მარტს გაიმართება. ბოლო გამოკითხვების თანახმად, რეიტინგში 20%-იანი მხარდაჭერით ლიდერობს ვლადიმერ ზელენსკი, მეორე ადგილზე პეტრო პოროშენკოა, ხოლო მესამეზე კი იულია ტიმოშენკო.

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში უკრაინა ევროკავშირსა და ნატო-ს მჭიდროდ დაუახლოვდება.

 

„მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ჩვენი გეგმის განხორციელების შედეგად, უკრაინა მჭიდროდ დაუახლოვდება ევროკავშირსა და ნატო-ში წევრობას“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

 

ამავდროულად, პეტრო პოროშენკომ აღნიშნა, რომ ეს არ ნიშნავს აღნიშნულ ორგანიზაციებში წევრობას.

 

„უკრაინა ალბათ, ვერ შეძლებს ფინიშის ხაზის გადაკვეთას, თუმცა უეჭველად გადაკვეთს იმ ხაზს, რომლის შემდეგ საბჭოთა კავშირში ან რუსეთის იმპერიაში დაბრუნება არ მოხდება“, - აღნიშნა პეტრო პოროშენკომ.

 

მისივე თქმით, ნატო-ში და ევროკავშირში წევრობის გარეშე უკრაინაში მშვიდობა და უსაფრთხოება „რუსეთზე იქნება დამოკიდებული“.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ პარლამენტარებს მოუწოდა, გადაწყვეტილება მიიღონ Brexit-ის შესახებ შეთანხმებასთან დაკავშირებით, ვინაიდან „ხალხი დაიღალა პოლიტიკური თამაშებით“.

 

„ხალხი დაიღალა პოლიტიკური თამაშებით, სკანდალებით, იმით, რომ პარლამენტარები მხოლოდ Brexit-ზე საუბრობენ მაშინ, როდესაც რეალური პრობლემები არსებობს, როგორიც არის სკოლები, ჯანდაცვა, კრიმინალი. ხალხს უნდა, რომ Brexit-ის პროცესის ეს ეტაპი დასრულდეს და მე მათ ვეთანხმები“, - განაცხადა ტერეზა მეიმ.

 

ტერეზა მეის თქმით, დადგა დრო პარლამენტარებმა გადაწყვიტონ, სურთ თუ არა მათ ევროკავშირიდან შეთანხმებით ან შეთანხმების გარეშე გასვლა.

 

შეგახსენებთ, რომ გუშინ დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ბრიუსელს ოფიციალურად მიმართა დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის თარიღის 30 ივნისამდე გადავადების თაობაზე.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მოძრაობა „ყვითელი ჟილეტების“ მიერ გუშინ მოწყობილი არეულობა დაგმო. ემანუელ მაკრონის თქმით, არეულობის მომწყობლებს „რესპუბლიკის განადგურება“ სურთ.

 

„ის, რაც შანზ-ელიზეზე მოხდა, ამას უკვე აღარ ჰქვია მანიფესტაცია. ეს ის ხალხია, რომლებსაც რესპუბლიკის განადგურება სურთ. ყველა, ვინც მანდ იყო, წვლილი მიუძღვით ამ არეულობის მოწყობაში“, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

 

საფრანგეთის ლიდერის თქმით, საჭიროა მტკიცე ზომების მიღება, რათა ამგვარი ინციდენტები კვლავ არ განმეორდეს.

 

შეგახსენებთ, რომ გუშინ პარიზში „ყვითელი ჟილეტების“ რიგით მე-18 აქცია გაიმართა. დედაქალაქის ფარგლებში აქციაში მონაწილეობა 7 ათასმა ადამიანმა მიიღო. ადგილი ჰქონდა შეტაკებებს პოლიციასა და მანიფესტანტებს შორის. პარიზის ცენტრში რამდენიმე ობიექტს ცეცხლი წაუკიდეს, პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა აქციის რადიკალურად განწყობილი მონაწილეების წინააღმდეგ. საერთო ჯამში პოლოციამ 200-მდე ადამიანი დააკავა.

ექსკლუზიური
01 ივნისი 2018
მაკა ჩიჩუა მთავარ პროკურატურასთან მიმდინარე აქციაზე მივიდა

მე ვარ იმ ადამიანების გვერდით ვინც ამხელა ტრაგედიის მსხვერპლია, - ამის შესახებ საქართველოს...

01 ივნისი 2018
ზაზა სარალიძე და მისი მხარდამჭერები უკვე რუსთაველის გამზირზე იმყოფებიან

ზაზა სარალიძე და მისი მხარდამჭერები უკვე რუსთაველის გამზირზე იმყოფებიან ზაზა სარალიძე და მ...

01 ივნისი 2018
ზაზა სარალიძის მხარდასაჭერი აქცია ქუთაისში, პარლამენტთან მიმდინარეობს

ზაზა სარალიძის მხარდასაჭერი აქცია ქუთაისში, პარლამენტთან მიმდინარეობს ქუთაისში ზაზა სარალი...

01 ივნისი 2018
მინდა, თხოვნით მივმართო ბატონ გიორგი მარგველაშვილს, თუ შეუძლია, გამოვიდეს და დაგვიდგეს გვერდით

ზაზა სარალიძე - მინდა, თხოვნით მივმართო ბატონ გიორგი მარგველაშვილს, თუ შეუძლია, გამოვიდეს...

01 ივნისი 2018
პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მივიდა

საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პარლამენტის წინ აქციაზე მივიდა. პრემიერს...

01 ივნისი 2018
გარდაცვლილი მოზარდების მშობლებს შეეძლებათ გამოძიებიდან ინფორმაცია ყოველდღიურად მიიღონ

გამოძიებაში, რომელსაც შსს დაიწყებს, გარდაცვლილი მოზარდების მშობლებს შეეძლებათ გამოძიებიდან...

12 ივნისი 2018
ალბათ, დასაკავებელთა სია ჰქონდათ და ავტომატურად წაიკითხეს, ჩემი დაკავების მცდელობაც არ იყო

ცოტა ხნის წინ შსს-მ გააკეთა განცხადება რომ დაკავებულია "ნაციონალური მოძრაობის წევრი ლევან...

10 დეკემბერი 2018
ირაკლი კობახიძე - პარლამენტი ყოველთვის იქნება მოწინავე პოზიციაზე, რასაც ჰქვია ადამიანის უფლებების განუხრელი დაცვა

საქართველოს პარლამენტი ყოველთვის იქნება მოწინავე პოზიციაზე, რასაც ჰქვია ადამიანის უფლებები...

10 დეკემბერი 2018
კარლ ჰარცელი - ევროკავშირს ძალიან დიდი მოლოდინი აქვს საქართველოსთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელიმ განაცხადებით, ევროკავშირს ძალიან დიდი მოლოდ...

არქივი

« « » » აპრილი 2019
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30

ამინდი

Clear

0°C

თბილისი

Clear

სინესტე: 65%

ქარი: 9.66 km/h

  • 04 იანვარი 2019

    ნაწილობრივ ღრუბლიანი 7°C 0°C

  • 05 იანვარი 2019

    უმეტესად ღრუბლიანი 7°C 0°C

ბლოგერები

Global Press
ვალოდია ჯინჭარაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
გიორგი გიორგაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
მერაბ ცაავა
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი

ყველა ბლოგერი

ჟურნალისტური გამოძიება

ყველა გამოძიება

გამოკითხვა

საქართველოში, პროსტიტუციის ლეგალიზაცია უნდა მოხდეს თუ არა?