უკრაინის საზღვაო ძალების სარდალი იგორ ვორონჩენკო მზად არის, ქერჩის სრუტეში დაკავებული 24 უკრაინელი მეზღვაურის ნაცვლად, რუსეთში, ციხეში ჩაჯდეს. ამის შესახებ იგორ ვორონჩენკომ გერმანულ გამოცემა Bild-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

 

„მზად ვარ რუსულ ციხეში ჩავჯდე თუ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დაკავებულ მეზღვაურებს გაათავისუფლებს. გული მისკდება, როდესაც ჩვენს ჯარისკაცებს ვხედავ, რომლებიც უკანონოდ არიან დაკავებული რუსეთში“, - განაცხადა უკრაინის საზღვაო ძალების სარდალმა.

 

შეგახსენებთ, რომ 25 ნოემბერს რუსულმა ხომალდებმა ქერჩის სრუტეში ორი უკრაინული კატერი და ბუქსირი დააკავეს. კიევში განმარტავენ, რომ ხომალდები ყველა ნორმის დაცვით მოძრაობდნენ, თუმცა „ეფ ეს ბე“-ში ამტკიცებდნენ, რომ მეზღვაურები სახიფათო მანევრებს ასრულებდნენ, მათ შესაჩერებლად კი რუს სამხედროებს ცეცხლის გახსნა მოუწიათ. შედეგად 6 უკრაინელი მეზღვაური დაიჭრა.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.