ლუქსემბურგში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა უფასო გახდება. არსებული ინფორმაციით, ავტობუსით, ტრამვაით და საგარეუბნო მატარებლებით მგზავრობა უფასო 2019 წლის ზაფხულიდან გახდება.

 

ლუქსემბურგის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ აღნიშნული ზომა გააუმჯობესებს ეკოლოგიურ ვითარებას ქვეყანაში და ასევე შეამცირებს მკვეთრად საცობებს დედაქალაქში.

ქალაქ ლუქსემბურგში 110 ათასი ადამიანი ცხოვრობს, თუმცა 400 ათასი ადამიანი საკუთარი ტრანსპორტით მიდის დედაქალაქში სამუშაოზე, მათ შორის ჰოლანდიიდან და ბელგიიდან.

 

აღსანიშნავია, რომ ახლა ლუქსემბურგში 20 წლამდე ასაკის პირებისთვის საზოგადოებრივ ტრანსპორტზე მგზავრობა უფასოა.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.