საფრანგეთის პოლიცია სტრასბურგში საშობაო ბაზრობის ტერიტორიაზე განხორციელებულ თავდასხმაში ეჭვმიტანილის ძებნას განაგრძობს და მის ფოტოს და ვინაობას აქვეყნებს. პოლიცია მოსახლეობას მოუწოდებს, ნებისმიერი სახის ინფორმაციის შემთხვევაში, სამართალდამცავ ორგანოებს აცნობონ. ასობით პოლიციელი ეძებს 29 წლის შერიფ ჩეკატს, რომელმაც შეიარაღებული თავდასხმის დროს 2 ადამიანი მოკლა, 13 კი დაშავებულია. როგორც ცნობილია, მან სროლამდე დაიყვირა „ალაჰუ აკბარ“. იგი ამ დრომდე პოლიციისთვის ცნობილი იყო, რომ ციხეშიც იჯდა ქურდობის ბრალდებით.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.