კატალონიაში ერთმანეთს 2 მატარებელი შეეჯახა. ამის შესახებ ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს. შემთხვევის შედეგად დაიღუპა მემანქანე ქალი, რამდენიმე მგზავრი კი დაშავდა.

 

სამგზავრო მატარებლების შეჯახება სან-ვინსენტე-დე-კასტელეტისა და მონრესის პროვინციებს შორის მოხდა. სარკინიგზო კომპანია Renfe-ს ოფიციალური წარმომადგენლის, ანტონიო კარმონას განცხადებით, გაუგებარია თუ რატომ აღმოჩნდა ორი მატარებელი ერთ ლიანდაგზე.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.