დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ პარლამენტარებს მოუწოდა, გადაწყვეტილება მიიღონ Brexit-ის შესახებ შეთანხმებასთან დაკავშირებით, ვინაიდან „ხალხი დაიღალა პოლიტიკური თამაშებით“.

 

„ხალხი დაიღალა პოლიტიკური თამაშებით, სკანდალებით, იმით, რომ პარლამენტარები მხოლოდ Brexit-ზე საუბრობენ მაშინ, როდესაც რეალური პრობლემები არსებობს, როგორიც არის სკოლები, ჯანდაცვა, კრიმინალი. ხალხს უნდა, რომ Brexit-ის პროცესის ეს ეტაპი დასრულდეს და მე მათ ვეთანხმები“, - განაცხადა ტერეზა მეიმ.

 

ტერეზა მეის თქმით, დადგა დრო პარლამენტარებმა გადაწყვიტონ, სურთ თუ არა მათ ევროკავშირიდან შეთანხმებით ან შეთანხმების გარეშე გასვლა.

 

შეგახსენებთ, რომ გუშინ დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ბრიუსელს ოფიციალურად მიმართა დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის თარიღის 30 ივნისამდე გადავადების თაობაზე.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.