უკრაინამ ოკუპირებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ იმ წარმომადგენლებს დაუწესა სანქციები, რომლებიც „დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში“ გამართულ „არჩევნებზე“ ე.წ. დამკვირვებლებად იყვნენ ჩასული.

 

კერძოდ, სასანქციო სიაში მოხვდნენ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ცესკო-ს თავმჯდომარე თამაზ გოგია, დე ფაქტო დეპუტატი ალმასხან არძინბა და დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანი ოლეგ არშბა. ასევე სიაში არიან ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იგორ კოზაევი, დე ფაქტო პარლამენტის ვიცე-სპიკერი რუსლან თედეევი, დე ფაქტო დეპუტატები ბახვა თედეევი და იგორ ჩოჩიევი, დე ფაქტო პრეზიდენტის თანაშემწე დავით გაზაათი.

 

სანქციები ითვალისწინებენ აქტივების ბლოკირებას, უკრაინიდან კაპიტალის გატანის აღკვეთას, უკრაინის ტერიტორიაზე შესვლას. სანქციების ვადა 3 წელია.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.