ფრანგი სამხედროები უფლებამოსილნი იქნებიან ცეცხლი გახსნან თუ მათი ან მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირების სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება „ყვითელი ჟილეტების“ აქციის რადიკალი მონაწილეების მხრიდან. ამის შესახებ პარიზის სამხედრო გუბერნატორმა გენერალმა ბრუნო ლერეიმ განაცხადა.

 

გენერალმა განაცხადა, რომ სამხედროებს მკაფიოდ განსაზღვრული ბრძანებები აქვს მიღებული, თუმცა სიცოცხლისთვის საფრთხის შემთხვევაში შეუძლიათ ცეცხლი გახსნან.

 

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის გადაწყვეტილებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, „ყვითელი ჟილეტების“ აქციების დროს, უსაფრთხოებას სამხედროები დაიცავენ.

 

მაკრონის განცხადებით, სამხედროები სამთავრობო და სხვა ობიექტებს დაიცავენ, რათა პოლიციურ ძალებს საშუალება მისცენ, საზოგადოებრივი წესრიგის დამყარება შეძლონ. დაახლოებით შვიდი ათასი ჯარისკაცი, ავტომატური იარაღით შეიარაღებული უკვე განთავსებულია მთელი ქვეყნის მასშტაბით ოპერაციის ფარგლებში, რომლის სახელწოდებაა „Sentinel“.

 

გასულ შაბათს, პარიზში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. დარბეულია 80-მდე მაღაზია და ოფისი. პოლიციამ 220 ადამიანი დააკავა.

 

მორიგი, რიგით მე-19 აქცია ხვალ გაიმართება.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.