უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში უკრაინა ევროკავშირსა და ნატო-ს მჭიდროდ დაუახლოვდება.

 

„მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ჩვენი გეგმის განხორციელების შედეგად, უკრაინა მჭიდროდ დაუახლოვდება ევროკავშირსა და ნატო-ში წევრობას“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

 

ამავდროულად, პეტრო პოროშენკომ აღნიშნა, რომ ეს არ ნიშნავს აღნიშნულ ორგანიზაციებში წევრობას.

 

„უკრაინა ალბათ, ვერ შეძლებს ფინიშის ხაზის გადაკვეთას, თუმცა უეჭველად გადაკვეთს იმ ხაზს, რომლის შემდეგ საბჭოთა კავშირში ან რუსეთის იმპერიაში დაბრუნება არ მოხდება“, - აღნიშნა პეტრო პოროშენკომ.

 

მისივე თქმით, ნატო-ში და ევროკავშირში წევრობის გარეშე უკრაინაში მშვიდობა და უსაფრთხოება „რუსეთზე იქნება დამოკიდებული“.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.