დიდი ბრიტანეთის მთავრობის მინისტრების უმეტესობა პრემიერ-მინისტრის ტერეზა მეის გადადგომას ითხოვს, რომლის შემცვლელადაც დევიდ ლიდინგტონს ასახელებენ. ამის შესახებ „The Times“ იუწყება.

 

გამოცემის ინფორმაციით, მინისტრებმა კერძო სატელეფონო საუბრების სერია გამართეს და შეთანხმდნენ, რომ პრემიერ-მინისტრმა გადადგომის შესახებ უნდა განაცხადოს.

 

„თაიმსის“ ინფორმაციით, ჟურნალისტები ესაუბრნენ 11 მინისტრს, რომლებმაც დაადასტურეს, რომ სურთ, პრემიერ-მინისტრმა თანამდებობა ვინმე სხვას დაუთმოს.

 

მინისტრები ტერეზა მეისთან შეხვედრას ორშაბათისთვის, მთავრობის სხდომაზე გეგმავენ, რომლის დროსაც მისი თანამდებობიდან წასვლას მოითხოვენ. უარის შემთხვევაში, ისინი მასობრივად გადადგებიან, ან საჯაროდ მოითხოვენ მის მიერ თანამდებობის დატოვებას. გამოცემის ინფორმაციით, სულ მცირე, ექვსი მინისტრია მომხრე, პრემიერ-მინისტრის თანამდებობა თემთა პალატის ლიდერმა დევიდ ლიდინგტონმა დაიკავოს, რომელიც „ბრექსითის“ პროცესს დაასრულებს.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.