სტამბოლში აია-სოფიას ტაძრის მეჩეთად გადაკეთება ერთგვარი პასუხია დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად, ხოლო გოლანის მაღლობებზე კი ისრაელის სუვერენიტეტი აღიარა, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

 

„მუნიციპალური არჩევნების შემდეგ ჩვენ ჭეშმარიტ სტატუსს დავუბრუნებთ აია-სოფიას. რას ნიშნავს ეს? ჩვენ შევცვლით მუზეუმის სტატუსს მეჩეთზე. ტრამპი აცხადებს, რომ იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქია. გოლანის მაღლობებს ოკუპანტ ისრაელს აძლევს. პასუხს ამაზე თურქეთიდან მიიღებთ“, - განაცხადა ერდოღანმა

 

ტრაპიზონში სიტყვით გამოსვლისას. შეგახსენებთ, რომ 24 მარტს თურქეთის ლიდერმა განაცხადა, რომ აია- სოფიას სტატუსი შეიცვლება.

 

აია-სოფიას ტაძარი ბიზანტიის იმპერიის დროს მეექვსე საუკუნეში აშენდა და ბერძნული მართლმადიდებელი ეკლესიის ცენტრად მოიაზრებოდა.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.