საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ მას პოლიტიკური ამბიციები არ აქვს და შეთავაზებებს ძალიან ფრთხილად მოეკიდება. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული სააგენტო „უნიანი“ სხვა უკრაინულ მედიასაშუალებებზე დაყრდნობით ავრცელებს. სააკაშვილმა განაცხადა, რომ უკვე ყველა თანამდებობაზე იყო და ყველაფერი ნანახი აქვს.

 

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ჩასვლას დღეს აპირებს. გუშინ მას უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ უკრაინის მოქალაქეობა დაუბრუნა.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.