პარტია „ბატკივშინას“ ლიდერი იულია ტიმოშენკო პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის მიერ მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენას სამართლიანობის აღდგენას უწოდებს. ამის შესახებ მან „ფეისბუქის“ პირად გვერდზე დაწერა.

 

„მაშინ ვამბობდი და ახლაც ვიტყვი: მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა პოლიტიკური შურისძიება იყო პეტრო პოროშენკოს მხრიდან, სამართლებრივი განუკითხაობა და გაბატონებული უსამართლობა“, - წერს ტიმოშენკო.

 

მისი თქმით, ახლა უკვე სამართლიანობამ იზეიმა.

 

„მოხარული ვარ, რომ დღეს სამართლიანობამ იზეიმა და სააკაშვილი კვლავაც უკრაინის მოქალაქეა“ ,- აცხადებს „ბატკივშინას“ ლიდერი.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.