კოსოვოს პრეზიდენტის ჰაშიმ ტაჩის განცხადებით, თუ ევროკავშირი იზოლაციის პოლიტიკის გატარებას გააგრძელებს, პრიშტინა ალბანეთთან გაერთიანების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებაზე იმსჯელებს. ამის შესახებ ტაჩიმ ადგილობრივი ტელეარხის ეთერში განაცხადა.

 

ჰაშიმ ტაჩი ამბობს, რომ „ისტორიული სამართლიანობის აღდგენის“ და სერბეთის სამხრეთში, ალბანელებით დასახლებული რაიონების კოსოვოსთვის მიერთების იდეა კვლავ ცოცხალია და ეს რაიონები, კოსოვოსთან ერთად, შეიძლება ალბანეთის შემადგენლობაში შევიდეს.

 

„ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები კოსოვოს წინააღმდეგ დისკრიმინაციულ პოლიტიკას ატარებენ, ამიტომ მე ვთვლი, რომ საპასუხო ზომებზე უნდა ვიმსჯელოთ. უნდა მივახვედროთ, რომ თუ ევროკავშირი იზოლაციისა და კოსოვოს წინაშე კარის ჩაკეტვის პოლიტიკის გატარებას გააგრძელებს, ჩვენ ალბანეთსა და კოსოვოში რეფერენდუმების ჩატარების ან ორი ქვეყნის პარლამენტების გადაწყვეტილების საფუძველზე ეროვნული გაერთიანების შესახებ ვიმსჯელებთ“, - განაცხადა ტაჩიმ.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.