ლონდონში, არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადების შემდეგ, საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელიც მოგვიანებით სამართალდამცავებთან შეტაკებაში გადაიზარდა. ასეულობით დემონსტრანტი ბრიტანეთის პრემიერის, ბორის ჯონსონის გამარჯვებას აპროტესტებდა.

 

„ბორის ჯონსონი: ჩემი პრემიერი არ არის“ - სკანდირებდნენ მომიტინგეები.

 

დაპირისპირება აქტივისტების მიერ გზის გადაკეტვის მცდელობას მოჰყვა. მედიის ინფორმაციით, შეტაკებების შედეგად, რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

 

შეგახსენებთ, დიდ ბრიტანეთში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში მოქმედი პრემიერის, ბორის ჯონსონის „კონსერვატიულმა პარტიამ“ დიდი უპირატესობით გაიმარჯვა.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.