რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთნ სატელეფონო საუბრისას ირანელი გენერლის ყასემ სულეიმანის მკვლელობას საერთაშორისო ნორმების უხეში დარღვევა უწოდა. ამის შესახებ რუსული მედია საგარეო უწყების განცხადებაზე დაყრდნობთ წერს.

 

„სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ გაეროს წევრი სახელმწიფოს მიზანმიმართული ქმედება სხვა წევრი ქვეყნის ოფიციალური პირის მოკვვლისთვის მესამე სუვერენული ქვეყნის ტერიტორიაზე, უხეშად არღვევას საერთაშორისო ნორმებს და განხილვას საჭიროებს"- აცხადებენ რუსეთის საგარეო უწყებაში.

 

დღეს ცნობილი გახდა, რომ აშშ ახლო აღმოსავლეთში დამატებით 3 000 სამხედროს გაგზავნის. ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ერაყში ირანის გაძლიერება კარგად არ დასრულდება.

 

ირანელი გენერალი ყასემ სულეიმანი და შეიარაღებული დაჯგუფება „ქატაიბ ჰეზბოლას“ ლიდერი აბუ მაჰდი ალ-მუჰანდისი ამერიკელმა სამხედროებმა ბაღდადში მოკლეს.

 

პირველ იანვარს აშშ-ის საელჩომ ბაღდადში მოქალაქეებისთვის საკონსულო მომსახურება შეწყვიტა.

 

31 დეკემბერს ბაღდადში აშშ-ის მიერ ერაყში „ქატაიბ ჰეზბოლას“ ობიექტებზე მიტანილი იერიშის გამო დაწყებული საპროტესტო აქციის მონაწილეებმა აშშ-ის საელჩოზე თავდასხმა განახორციელეს.

 

მანამდე აშშ-ის ქმედებები ერაყის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო, ირანმა კი, რომელიც „ქატაიბ ჰეზბოლას“ უჭერს მხარს, თავდასხმას „ტერორიზმის ნათელი მაგალითი“ უწოდა. აშშ-ის საჰაერო ძალებმა სირიასა და ერაყში დაჯგუფება „ქატაიბ ჰეზბოლას“ ობიექტებზე იერიში 29 დეკემბერს მიიტანეს.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.