სერვისი „იანდექს ტაქსი“ მოთხოვნის საფუძველზე სამართალდამცველებს მომხმარებლების მგზავრობის შესახებ ინფორმაციას გადასცემს. ამის შესახებ კომპანიის პრესმდივანმა ნატალია როჟკოვამ განაცხადა. მისი თქმით, კომპანია კანონით ვალდებულია, ეს გააკეთოს.

 

„როგორც წესი, სამართალდამცველები თავიანთ მოთხოვნებში საქმის დეტალებს არ აღწერენ - არის თუ არა ადამიანი ეჭვმიტანილი თუ დაზარალებული. პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ინფორმაციის მიწოდება მნიშვნელოვანია დანაშაულის გასახსნელად და ვინმეს სიცოცხლის გადარჩენასაც ხელს უწყობს“, - აღნიშნა კომპანიის წარმომადგენელმა.

 

აქამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ „მედუზას“ ჟურნალისტ ივან გოლუნოვის საქმეზე დაკავებულმა პოლიციელმა „იანდექს ტაქსის“ ადმინისტრაციას ჟურნალისტის მგზავრობების შესახებ ინფორმაციის მიღების მოთხოვნით მიმართა.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.