უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმერ ზელენსკის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს პრეზიდენტობის დროს შექმნა თანამედროვე საბაჟო სამსახური და დაამარცხა კორუფცია.

 

ზელენსკიმ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ სააკაშვილს ინვესტორებთან ძლიერი კავშირები აქვს.

 

„მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს პრეზიდენტობის დროს, ნამდვილად შექმნა თანამედროვე საბაჟო სამსახური და დაამარცხა კორუფცია. მეორე მხრივ, მას ძლიერი კავშირები აქვს ინვესტორებთან. ჩვენ განვიხილეთ საპენსიო რეფორმა და უკვე დროა, ის უკრაინაში განვახორციელოთ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

 

შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ყოფილი გუბერნატორი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.