ავსტრია და გერმანია საზღვარს 15 ივნისს გახსნიან. ამის შესახებ Reuters-ი ავსტრიის კანცლერზე დაყრდნობით წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, სებასტიან კურცის ოფისისი მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ვენა საზღვრების გახსნის ორსაფეხურიან სტრატეგიაზე შვეიცარიასთან, ლიხტენშტაინთან და აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოებთანაც მუშაობს.

 

„15 მაისიდან გერმანიის და ავსტრიის საზღვარზე მხოლოდ შემოწმებები იქნება. სრულად კი საზღვარი 15 ივნისს გაიხსნება“, - ნათქვამია კანცლერის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.