რუსეთის სახელმწიფო დუმამ მესამე მოსმენით მიიღო ცვლილებათა პაკეტი, რომლის მიხედვითაც მოქალაქეები 2020 წლის არჩევნებსა და რეფერენდუმებში ხმის მიცემას ფოსტით ან დისტანციურად, ინტერნეტით შეძლებენ.

 

გარდა ამისა, საარჩევნო კანდიდატებს ამომრჩეველთა ხელმოწერების შეგროვება სახელმწიფო სერვისების პორტალის მეშვეობით შეეძლებათ.

 

როგორც ცვლილებების თანაავტორი, დიმიტრი ვიატკინი განმარტავს, ცვლილების მიღება ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო გახდა საჭირო.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.