ჰააგის გამოყენებითი მეცნიერების უნივერსიტეტის შენობის კედელზე თბილისში მოკლული ბიჭი, ვიტალი საფაროვი დახატეს.

 

,,ხელოვნება კედელზე! ჩვენი კორპუსის გარეთ, კაფე Siezo- ს გვერდით, მხატვარებმა Karski & Beyond- მა შექმნეს 8-დან 15 მეტრამდე სიგრძის ნამუშევარი.

 

ფრესკის თემატიკა, ტვინის სტიმულირების სესიაზე, ჩვენ ზოგიერთ სტუდენტთან ერთად შეიქმნა.

 

ფრესკა არის უფლებადამცველი ორგანიზაციის ,,სამართლიანობა და მშვიდობა" -ს ინიციატივა, რომელიც ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაციის 70 წლის თავს მიეძღვნა.

 

გრეა ტუნბერგი, ბერტა კასერესი და ვიტალი საფაროვი ერთგულნი არიან კლიმატის, თავისუფლებისა და თანასწორობის მიმართ. ეს სამი ადამიანის ხარკია, რომელიც აჩვენებს, რომ ნამდვილად შესაძლებელია ცვლილების შეტანა." - წერია უნივერსიტეტის facebook- ს გვერდზე.

 

შეგახსენებთ, რომ ვიტალი საფაროვი თბილისში, 2018 წელს მოკლეს. ის 25 წლის იყო. საფაროვი „ჩართულობის და განვითარების ცენტრში“ მუშაობდა. მრავალი წლის მანძილზე აქტიურად იყო ჩართული მოზარდების ტოლერანტულ ბანაკებსა და სხვა პროექტებში, რასიზმის, ქსენოფობიისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ.

 

უფლებადამცველები ვარაუდობენ, რომ ვიტალი საფაროვის წინააღმდეგ ძალადობა განხორციელდა ქსენოფობიურ ნიადაგზე.

 

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.