რუმინელმა მეწაღემ შექმნა ფეხსაცმელი, რომელიც ადამიანებს სოციალური დისტანცირების წესების დაცვას გაუადვილებს. ამის შესახებ გამოცემა Independent-ი წერს.

 

ქალაქ კლუჟის მკვიდრის, გრიგორე ლუპის მიერ შექმნილი ფეხსაცმლის ზომა ევროპული ფორმატით 75-ს უდრის.

 

„როდესაც დავინახე, რამდენად ახლოს დგანან ადამიანები საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში და არღვევენ სოციალური დისტანცირების წესებს, გადავწყვიტე, შევქმნა ისეთი ფეხსაცმელი, რომელიც მათ ან დასჯის, ან რეკომენდაციების დაცვას აიძულებს“, - ამბობს 55 წლის მეწაღე.

 

მისივე თქმით, თუ ორი ადამიანი ასეთ ფეხსაცმელს ჩაიცვამს, მათ შორის მანძილი სწორედ 1,5 მეტრი იქნება. ამ დროისთვის მეწაღემ უკვე მიიღო რამდენიმე შეკვეთა. ერთი წყვილის დამზადებაში ის 500 რუმინულ ლეის (115 დოლარი) იღებს.

 

 

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.