უკრაინის უმაღლესმა რადამ ახალი კანონპროექტი დაამტკიცა, რომელიც ე.წ. კანონიერი ქურდებისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაწესებას ითვალისწინებს.

 

ამის შესახებ BBC-ის რუსული სამსახური იტყობინება. ახალი კანონმდებლობით, კრიმინალური დაჯგუფებების შექმნა და მათი ხელმძღვანელობა 12-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება. 7-დან 12 წლამდე პატიმრობა კი ე.წ. კრიმინალური შეკრების ორგანიზებისთვის განისაზღვრა.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.