შვეიცარიაში ეძებენ ადამიანს, რომელსაც მატარებლის ვაგონში 3კგ-ზე მეტი ოქრო დარჩა, ამის შესახებ BBC-ი წერს

 

როგრც გამოცემა წერს, ძვირფასი ლითონი მატარებელში 2019 წლის ოქტომბერში აღმოაჩინეს და მას შემდეგ პოლიციელები ჩანთის მფლობელს ეძებენ.

 

როგორც გამოცემა აღნიშნავს, რომ ოქროს ღირებულება 191 ათას დოლარს შეადგენს.

 

ლუცერნის პროკურატურის განცხადებით, მფლობელს ჩანთის წასაღებად 5-წლიანი ვადა აქვს, მაგრამ უცნობია თუ როგორ დაუმტკიცებს ის პოლიციას, რომ ოქრო სწორედ მას ეკუთვნის.

 

BBC-ის ინფორმაციით ოქროს აღმოჩენის შესახებ სამართალდამცავებმა ახლა მხოლოდ იმიტომ განაცხადეს, რომ ჩანთის მეპატრონის პოვნა წარუმატებლად დასრულდა

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.