"ლგბტ იდეოლოგია კომუნიზმზე უარესია",_ აღნიშნული განცხადება Euronews-ის ინფორმაციით, პოლონეთის პრეზიდენტმა გააკეთა.

 

მაუწყებლის ინფორმაციით, დუდა დაეთანხმა კონსერვატიულ პოლიტიკოსს, რომელიც ამბოს, რომ „ლგბტ არ არის ხალხი, ის იდეოლოგიაა“.

 

„ბოლშევიზმი იყო იდეოლოგია. ის ბავშვების იდეოლოგიზაციას ახდენდა. დღეს, ასევე არის მცდელობები იდეოლოგია გადავიტანოთ ჩვენზე და ბავშვებზე, მაგრამ განსხვავებული. ეს არის სრულიად ახალი, მაგრამ ის ასევე ნეო-ბოლშევიზმია“, -  განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა.

 

კვირის დასაწყისში დუდამ ხელი მოაწერა დეკლარაციას, რომელიც მიზნად ისახავს ”ბავშვების ლგბტ იდეოლოგიისგან დაცვაში” ოჯახების დახმარებას და ”ლგბტ იდეოლოგიის საჯარო დაწესებულებებში გავრცელებას” კრძალავს.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.