ჩრდილოეთ მაკედონიის პრეზიდენტმა, სტევო პენდაროვსკის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი თვით ადრე 8-დღიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Associated Press-ი ავრცელებს.

 

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ეს გადაწყვეტილება საშუალებას მისცემს ხელისუფლებს, მიიღოს შესაბამისი ზომები წინასაარჩევნო კამპანიისა და კენჭისყრის დღეს მოსახლეობის ჯანმრთელობის დასაცავად. ვადამდელი არჩევნები აპრილში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა თებერვლის ბოლოს ჩრდილოეთ მაკედონიაში კორონავირუსის პირველი შემთხვევების დაფიქსირების გამო გადაიდო.

 

რამდენიმე დღის წინ მმართველი „სოციალ-დემოკრატების“ ლიდერი ზორან ზაევი და ოპოზიციური „კონსერვატიული“ პარტიის ლიდერი ხრისტიან მიკოსკი არჩევნების ახალ თარიღზე - 15 ივლისზე შეთანხმდნენ.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.