რუმინეთის სენატმა მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმების გაუქმებას ითვალისწინებს. ინფორმაციას ამის შესახებ Radio Europa Libera Romania ავრცელებს.

 

დოკუმენტს ახლა პარლამენტის ქვედა პალატა განიხილავს. ინიციატივის ავტორები აცხადებენ, რომ ჯარიმის გასაჩივრების მსურველთა რაოდენობის გამო სასამართლოები გადაიტვირთება.

 

მანამდე რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო კარანტინის დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმები, რომელთა რაოდენობაც ქვეყანაში 300 ათასს აჭარბებს. თუმცა ეს გადაწყვეტილება ჯარიმების გაუქმებას არ ნიშნავს - დაჯარიმებულმა მოქალაქეებმა ჯარიმა სასამართლოში უნდა გაასაჩივრონ.

 

იმ მოქალაქეებს, ვინც ჯარიმები სრულად ან ნაწილობრივ გადაიხადა, ფული უკან დაუბრუნდება. შესაბამის პროცედურაზე ფინანსთა სამინისტრო მუშაობს. ამასთან ერთად, თვითიზოლაციისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმები არ უქმდება.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.