საფრანგეტის პრეზიდენტის განცხადებით, ალექსანდრე ლუკაშენკო უნდა წავიდეს. მაკრონის ამ განცხადებას France24 ავრცელებს

 

როგორც გამოცემა წერს, მაკრონმა განაცხადა ბელარუსის ლიდერი უნდა გადამდგარიყო, როცა მისი პრეზიდენტობა ევროკავშირმა არ აღიარა

 

,, ეს არის ძალაუფლების კრიზისი. ავტორიტარული ძალა, რომელიც ვერ მიიღებს დემოკრატიული ლოგიკის, რომელიც ის ძალით ეკიდება. აშკარაა, რომ ლუკაშენკო უნდა წავიდეს“ - განაცხადა მაკრონმა მაკრონმა

 

ასევე მომიტიგეებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ შთაბეჭდილება მოახდინა მომიტინგეების სიმამაცემ

 

,,მათ იციან იმ რისკებზე, რასაც ყოველ შაბათ-კვირის დემონსტრანტები აკეთებენ, მიუხედავად ამისა, ისინი მოძრაობას უბიძგებენ დემოკრატიის გააქტიურებაზე ამ ქვეყანაში, რომელსაც ამდენი ხანია ჩამოერთვა”, - აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა

 

23 სექტემბერს, მინსკში ალექსანდრე ლუკაშენკოს ინაუგურაცია გაიმართა, რომლის შესახებ მანამდე არაფერი იყო ცნობილი. ცერემონიას ასობით ბელარუსი საჯარო მოხელე დაესწრო.

 

ინაუგურაციის კადრები ადგილობრივ მედიაში, მხოლოდ ღონისძიების დასრულების შემდეგ გავრცელდა. ბელარუსის ოპოზიციის ლიდერმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიმ კი თავი ბელარუსის ერთადერთ ლეგიტიმურ პრეზიდენტად გამოაცხადა.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.