რომის პაპმა ფრანცისკემ აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, მაიკ პომპეოსთან მიღება უარი განაცხადა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს

 

როგორც გამოცემა წერს, წმინდა საყდრის სახელმწიფო მდივნის, კარდინალ პიეტრო პაროლინმა განაცხადა, რომ პაპი საარჩევნო პერიოდში პოლიტიკური ფიგურების მიღება არ ხდება

 

,,პაპმა უკვე გარკვევით განაცხადა, რომ საარჩევნო პერიოდშ პოლიტიკური ფიქგურების მიღება არ ხდება. ეს არის მიზეზი“ - განაცხადა კარდინალმა პიეტრო პაროლინიმ

 

როგორც გამოცემა წერს, ამ ნაბიჯმა აშშ-სა და ვატიკანს შორის გაზარდა დაძაბულობა, რომელსაც წინ უძღოდა, ჩინეთსა და კათოლიკურ ეკლესიის შესახებ პომპეოს განცხადებები.

 

პომპეომ წმინდა საყდარი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ვატიკანი ჩინეთთან ეპისკოპოსების დანიშვნის თაობაზე ხელშეკრულების გაგრძელებით, კათოლიკური ეკლესიის ,,მორალურ ავტორიტეტს რისკის ქვეშ აყენებს“ ვატიკანი, პომპეოს საკითხის სპეკულაციაში ადანაშაულებს, მათი განცხადებით, სახელმწიფო მდივანი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპისთვის ხმების მოზიდვას ცდილობს.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.