მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებში პარტია ,,მოქმედებისა და სოლიდარობის“ და პროევროპული ძალების წარმომადგენლემა მაია სანდუ ლიდერობს. ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Well ავრცელებს

 

როგორც გამოცემა წერს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემების თანახმად, დათვლილი 99,62% ბიულეტენების მიხედვით მაია სანდუმ ხმების 57,52% მოიპოვა, მოქმედმა პრეზიდენტმა იგორ დოდონმა კი ხმების 42,48%. როგორც Deutsche Well წერს, არჩევნებზე აქტივობამ 52,76% შეადგინა, ხმა 1.6 მილიონზე მეტმა მოქალაქემ მისცა.

 

შეგახსენებთ, რომ მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გუშინ 15 ნოემბერს გაიმართა. 1-ელ ნოემბერს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად, გამარვებისთვის საჭირო 50%-ის მოპოვება ვერცეთმა კანდიდატმა შეძლო. პრიველ ტურში მაია სანდუმ ხმების 36.1% მოიპოვა, იგორ დოდონმა კი 32,6%.

 

როგორც Deutsche Well წერს, მაია სანდუ, რომელიც მსოფლიო ბანკის ყოფილი ეკონომისტია, მოლდოვასა და ევროპას შორის მჭიდრო კავშირი მომხრეა, მოქმედი პრეზიდენტი იგორ დოდონი კი პრორუსული ორიენტაციის პოლიტიკოსია, რომელსაც ღიად უჭერს მხარს ოფიციალური მოსკოვი

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.