საფრთაგენთის სენატი მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარების რეზოლუციას განიხილავს. აღნიშნული რეზოლუციის პროექტი, რომელიც სარეკომენდაციო ხასითისაა, პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა

 

როგორც ვერგვერდზეა აღნიშნული, რეზოლუციის ავტორი სენატორი ბრუნო რეტაიოა. კანონპროექტს, სენატორები სავარაუდოდ 25 ნოემბერს განიხილავენ.

 

შეგახსენებთ, რომ ყარაბაღის ომის დროს, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, სომხეთს მხარდაჭერა გამოუცხადა და თურქეთი აზერბაიჯანის მხარდაჭერისთვის მწვავედ გააკრიტიკა. მან, ასევე აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის მხარეს თურქების დახმარებით სირიელი ბოევიკები ბრძოლობენ.

 

ცნობისთვის, 10 ნოემბერს, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედების შეწყვეტის შესახებ გამოაცხადა. ფაშინიანის განცხადებით, შეთანხმების განცხადებას ხელი რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ერთად მოაწერა.

 

აღსანიაშნავია, რომ შეთანხმების თანახმად სომხეთი და აზერბაიჯანი მთიან ყარაბაღში რუსი მშვიდობისმყოფელების განლაგებაზე შეთანხმდენ, რომლებმაც უკვე დაიწყეს კონფლიქტის ზონაში შესვლა

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.