Global Press

Georgia

Global PressGlobal PressGlobal PressGlobal Press

USD
3.0737
EUR
3.6402
RUR
0.0418
GBP
4.0493

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, მოქალაქეების 73 პროცენტი ფიქრობს, რომ ქვეყანაში ვირუსის შედარებით დაბალი გავრცელება მთავრობისა და ექიმების მიერ გადადგმული სწორი ნაბიჯების შედეგია, ხოლო 17 პროცენტი მიიჩნევს, რომ ეს ქართული გენეტიკისა და რელიგიის დამსახურებაა.

 

კვლევის მიხედვით, მოსახლეობის უმეტესობას კორონავირუსის შესახებ გავრცელებული ცრუ ინფორმაცია აღელვებს, თუმცა ამავე დროს დარწმუნებულია, რომ ტყუილისა და სიმართლის გარჩევა შეუძლია. გამოკითხული მოსახლეობის 84 პროცენტი ინფორმაციას ტელევიზიიდან იღებს, 41 პროცენტი კი სოციალური ქსელებიდან.

 

როგორც NDI-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევაშია აღნიშნული, გამოკითხული მოქალაქეების 59% დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას ენდობა. ხელისუფლების მიერ მოწოდებულ ინფორმაციას გამოკითხულთა 44 პროცენტი ენდობა, ხოლო მედიას - 18%.

 

კითხვაზე, თუ რაზე დაყრდნობით წყვეტენ მოქალაქეები „ფეისბუქზე“ კორონავირუსთან დაკავშირებული ინფორმაცია მცდარია თუ არა, მათი 61 პროცენტი ვინც კორონავირუსის შესახებ ინფორმაციას სოციალური ქსელებიდან იღებს ამბობს, რომ ინფორმაციის წყაროს ან მედია საშუალებას აკვირდება, ხოლო 37 პროცენტი საკუთარ ინსტიქტებს ენდობა.

 

ამასთან, NDI-ის კვლევის მიხედვით, ლუგარის ლაბორატორიამ, რომელიც დეზინფორმაციული შეტევის ხშირი ობიექტია, მოსახლეობის უმრავლესობისგან პოზიტიური შეფასება დაიმსახურა. მოქალაქეების 66 პროცენტი ფიქრობს, რომ ლუგარის ლაბორატორიამ საქართველოში კორონავირუსის გავრცელებას ხელი შეუშალა.

 

მოსახლეობის 80 პროცენტი კვლავ ღელავს, რომ ის ან მისი ახლობელი კორონავირუსით დაინფიცირდება. თუმცა, ამის მიუხედავად, მოსახლეობის თითქმის ნახევარი (46 პროცენტი) ამბობს, რომ კორონავირუსის ვაქცინის არსებობის შემთხვევაში არ აიცრებოდა (38 პროცენტი აიცრებოდა).

საქართველოს ანტიკორუფციული პოლიტიკა ვერ პასუხობს ასოცირების შეთანხმებით და დღის წესრიგით ნაკისრ ვალდებულებებს - კვლევა კორუფციის კუთხით არსებულ ვითარებაზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" ჩაატარა.

 

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ წვრილმანი კორუფციისგან განსხვავებით, ამ დრომდე, ვერ ხერხდება მდგომარეობის გაუმჯობესება მაღალი დონის კორუფციასთან ბრძოლაში.

 

კვლევაში ნათქვამია, რომ ხელისუფლება სათანადოდ არ იძიებს კორუფციის შემთხვევებს, როცა საქმე მაღალი თანამდებობის პირებს ან მმართველ პარტიასთან დაკავშირებულ გავლენიან ადამიანებს ეხება.

მოყვანილია კონკრეტული მაგალითებიც. კვლევაში წარმოდგენილია რეკომენდაციებიც.

 

„არასოდეს არ ხდება კორუფციის შემთხვევების, კორუფციის სავარაუდო შემთხვევების ეფექტურად გამოძიება. მაგალითად, ე.წ. "ომეგა ჯგუფის" საქმე, შეიძლება გავიხსენოთ საპრეზიდენტო არჩევნების დროს, საარჩევნო კამპანიის დაფინანსების წესების დარღვევა, ამომრჩეველთა მოსყიდვა, შეიძლება გავიხსენოთ" TBC ბანკის" საქმე და სავარაუდო ზეწოლა "TBC ბანკის" ხელმძღვანელობაზე. ჩვენ სამართალდამცავ და საგამოძიებო უწყებებს არ აქვთ სათანადო დამოუკიდებლობა,“ - განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” პროგრამის მენეჯერმა, ერეკლე ურუშაძემ.

არქივი

« « » » აგვისტო 2019
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31

ამინდი

Tbilisi