Global Press

Georgia

Global PressGlobal PressGlobal PressGlobal Press

USD
3.2117
EUR
3.7763
RUR
0.0413
GBP
4.1678

ყველა ნიჭიერი ქართველი უნდა დაირაზმოს, ჩავიდეს საქართველოში, დაუდგეს გვერდზე საქართველოს და ამოათრიოს ქვეყანა ჭაობიდან , - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქზე“ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აცხადებს.

 

სააკაშვილი დავით გურამიშვილზე საუბრობს და ამბობს, რომ ის უკრაინის და საქართველოს მეგობრობის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლოა.

 

როგორც მიხეილ სააკაშვილი აღნიშნავს, მისი ისტორია იმის მაგალითია, რომ „საქართველოს დასაკარგი შვილები არ ჰყავს“.

 

„ეს არის ცნობილი უკრაინული კურორტი - მირგოროდი, უკრაინის ცენტრში და ეს არის დავით გურამიშვილი, დიდი ქართველი და ერთ-ერთი მთავარი სიმბოლო უკრაინის და საქართველოს მეგობრობის. ალბათ, ჩვენი ქვეყნების მეგობრობის რაღაც სიმბოლო მეც ვარ, მაგრამ დავით გურამიშვილი იყო ადამიანი, ვინც სამშობლოს ბედუკუღმართობის გამო გადაიხვეწა უცხოეთში, აღმოჩნდა რუსეთის იმპერიის არმიაში, სახელოვნად იომა და დაჭრილი, უკვე გაუბედურებული პრაქტიკულად სასიკვდილოდ ჩამოვიდა აქ და ახალი ცხოვრება დაიწყო. აქაურმა წყალმა, ბუნებამ მისცა საშუალება, რომ პრაქტიკულად ახალი ძალით აღვსილიყო, შექმნა ოჯახი, გაუჩნდათ შვილები და რამდენიმე ათეული წელი - 50 წელი იცხოვრა უკრაინის ამ ლამაზ ქალაქში და დატოვა ძალიან დიდი კვალი. ასე აღმოჩნდა დავითიანი და მისი მემკვიდრეობა საქართველოში. რომ არა ეს ფაქტი, საქართველო შეიძლება დარჩენილიყო გურამიშვილის პოეზიის გარეშე. რამდენი დავკარგეთ ალბათ ასე. ეს არის ჩემთვის იმის მაგალითი, რომ საქართველოს არა ჰყავს დასაკარგი შვილები!..

 

ყველა ნიჭიერი ქართველი უნდა დაირაზმოს, ჩავიდეს საქართველოში, დაუდგეს გვერდზე საქართველოს და ამოათრიოს ჭაობიდან ქვეყანა, გაამარჯვებინოს ჩვენს ქვეყანას და აქციოს მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ სახელმწიფოდ. ეს ჩვენ აუცილებლად გამოგვივა! ჩვენი გამარჯვება არის სულ ახლოს! “,-აცხადებს სააკაშვილი ვიდეომიმართვაში.

არ მჩვევია სტატუსების დაწერა, უბრალოდ გამწარებული ოჯახი ვართ და იძულებული ვარ, ეს განცხადება გავაკეთო. მომხდარი ფაქტით, რაც მოხდა ყველამ კარგად ვიცით, ოჯახი განადგურებულია. საოცარი ადამიანი მოგვიკლეს საოცარი დედა, გიჟი ბებია და მეგობარი. ყველასგან გამორჩეული ურთიერთობით და სიყვარულით. მინდა მივმართო თხოვნით შსს-ს ორგანოებს, - ამის შესახებ ბრმა ტყვიით მოკლული თამარ ანთელავას სიძე, თემურ პირველაშვილი Facebook-ზე წერს.

 

იგი მიმართავს სამართალდამცველებს, რომ გაითვალისწინონ ოჯახის მდგომარეობა და მაქსიმალურად სწორი და სამართლიანი შეფასება მისცენ მომხდარ ფაქტს.

 

„ქალი, რომელიც ერთი თვე თავის ერთადერთ შვილიშვილს არ ნახულობდა ვირუსის გამო, სული მისდიოდა. იცავდა მკაცრად ყველა რეგულაციას და გარეთ არ გამოდიოდა, ვიღაც ვაჟკაცის ქეიფისა და ღრიანცელის გამო სიცოცხლე მოესწრაფა.

 

ყოველი დილა ვიდეო ზარით მეწყებოდა, ბებია და შვილიშვილის ერთსაათიანი საუბრით და ერთმანეთის მოფერებით. ორი დღეა ბავშვი ბებოს ეძებს, რა ვუთხრა? ხან რას ვიგონებ, ხან რას. ვერ უყურებ ჩემი მეუღლის გათიშულ სახეს. ამას ვერავინ გაუძლებს, რაც ჩემს ოჯახში ხდება.

 

მინდა, მივმართო ასევ იმ საცოდავს. მეცოდება მისი შვილები და მეუღლე, თვითონ ის არ და ვერ შემეცოდება. ვურჩევ, რომ გაიაზროს რაც ჩაიდინა. ეყოს კაცობა და სასამართლოზე აღიაროს და თვითონ მოითხოვოს სასჯელი, ეს იქნება მისი მონანიება.

 

თუ შინაპატიმრობა უნდა და ურჩევნია, გააკეთოს, პირადად ჩემთვის უკეთესია, უფრო ადვილად მივწვდები. თამუნას ვერ გავაცოცხლებ, მაგრამ ჩემ ცოლ-შვილს ვერ უყურებ ესეთ მდგომარეობაში. ჩვენ ოჯახი არანაირ ზედმეტ რეაგირებას არ ვაკეთებთ, ველოდებით გამოძიებას.

 

დიდი იმედი მაქვს, რომ სწორ და ზუსტ შედეგს და სასჯელს დადებენ“, – წერს თიკა მახალდიანის მეუღლე, თემურ პირველაშვილი.

ამირან გამყრელიძეს ვუსმინე. ჩვენ საერთო სასაფლაო გვაქვს, მისი ვაჟი და ჩემი ოჯახი წმინდა პანტელეიმონის ტაძრის ეზოში არიან დაკრძალულნი, - ამის შესახებ გურამ შარაძის შვილმა, რუსუდანმა, თავის facebook-ის გვერდზე დაწერა და დაავადებათა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ბრიფინგს გამოეხმაურა.

 

„ბატონი ამირანიც, მაგრამ, განსაკუთრებით, მისი მეუღლე სულ იქ არის. აღარ მაქვს ლაპარაკი წირვა-ლოცვაზე დასწრებაზე, ქალბატონი მარინა ყველა გაჭირვებულის იმედია. უამრავი ადამიანი დამეთანხმება, რომ ეს არის ღირსეული, ცხოვრების წესით ქრისტიანი წყვილი. მე კიდევ ისე არ ვიცნობ, როგორც მათ ჩემი მშობლები იცნობდნენ, უყვარდათ და პატივს სცემდნენ. დღეს, ეს კაცი, რომელიც შვილის საფლავზე ათენებს და აღამებს, იძულებულია, მთელი არსებით იყვიროს - არ წახვიდეთ ეკლესიაში, არ წახვიდეთ სასაფლაოზე, რათა გადავრჩეთ და გადავარჩინოთ ერთმანეთი!

 

არავინ გაბედოს ზედმეტის თქმა ამირან გამყრელიძეზე“, - წერს რუსუდან შარაძე.

 

გუშინ გამართულ ბრიფინგზე, დაავადებათა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ მოსახლოებას მოუწოდა, ლიტურგიასა და სასაფლაოზე წასვლისგან თავი შეიკავონ.

„შმატრიოტები” – ასე ეხმაურება “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე "პატრიოტთა ალიანსის" საარჩევნო ბანერს, რომელიც აჭარაშია განთავსებული.

 

 აღნიშნულ ბანერს ასევე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე.

 

„სიმართლე გითხრათ, თავიდან "ფეიკი" მეგონა. ეს არის რუსული დაკვეთა საქართველოს წინააღმდეგ!“ - წერს მამუკა მდინარაძე ფეისბუქში.

 

შეგახსენებთ, რომ „პატრიოტთა ალიანსმა“ საარჩევნო ბანერი განათავსა, სადაც საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მსგავსად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაც წითლად არის მონიშნული და წერია: „დაიცავი აჭარა! დაიცავი შენი წილი საქართველო!“

აგორდა ექიმებისადმი უდიერი მიმართვები, არ გავანაწყენოთ ეს ადამიანები დაუმსახურებლად, კიდევ ბევრი აქვთ საშრომი, - ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.

 

„განკითხვაც ერთგვარი ვირუსია, კორონაზე არანაკლებ დამაზიანებელი. ექიმების განკითხვა, კორონასაგან ვერ დაგვაზღვევს და სულიერ ზიანს კი მოგვიტანს. ქრისტეს აღდგომის სიხარულს, მისგან მონიჭებულ სიყვარულს, თუკი მას მივიღებთ, შეუძლია განგვკურნოს ყველანაირი სულიერი კორონასაგან!“, - წერს მამა ანდრია.

საქართველოს კრიზისის პერიოდში ერთად დგომის მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია აქვს და ასე იქცევა ახლაც პანდემიასთან ბრძოლაში , - ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაი სოციალურ ქსელში წერს.

 

"ვულოცავ საქართველოს ეროვნული ერთობის დღეს. საქართველოს კრიზისის პერიოდში ერთად დგომის მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია აქვს და ასე იქცევა ის ახლაც პანდემიასთან ბრძოლაში, რომლის წინაშეც ჩვენ ყველა აღმოვჩნდით",- წერს აპატურაი სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“.

ქუთაისში, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურასთან, ჟურნალისტმა სერგო ჩივაძემ შიმშილობა დაიწყო. ჟურნალისტის თქმით, მისი მემკვიდრეობის მითვისებასთან დაკავშირებით ათი წელია გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა ის ამ დრომდე არ არის ცნობილი დაზარალებულად .

 

ჩივაძე ამბობს, რომ მისი ქონება მაღალჩინოსნების მიერ არის მიტაცებული. ჟურნალისტი მომხდარში საოლქო პროკურორებს ადანაშაულებს და აღნიშნავს, რომ პროკურატურამ გუშინდელი განცხადებითაც დაზარალებულად არ ცნო, რის გამოც უვადო შიმშილობა დაიწყო. ჩივაძე მშრალი შიმშილობის შეწყვეტას მოთხოვნის დაკმაყოფილებამდე არ აპირებს.

სამედიცინო ენაზე, იესო ქრისტეს სიკვდილის უშუალო მიზეზად ასფიქსია სახელდება, დღეს ჩვენ რეანიმაციებში ადამიანები იგუდებიან- ამის შესახებ სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია Facebook-ზე წერს.

 

„სამედიცინო ენაზე, იესო ქრისტეს სიკვდილის უშუალო მიზეზად ასფიქსია სახელდება. დღეს ჩვენ რეანიმაციებში ადამიანები იგუდებიან. არაფერი შეცვლილა, ფარისევლებმა ისევ გაიმეტეს დაუცველი ადამიანები ჯვარცმისთვის, ხოლო ხელისუფალმა ხელები დაიბანა“- წერს ნინო ლომჯარია.

 

საქართველოში კორონავირუსი 370 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 79 უკვე გამოჯანმრთელდა. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.

 

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

მორალური ზღვარი გადის ყველგან... ეს ზღვარი თუ წაიშალა წალეკავს ყველაფერს... ამიტომაც ყველგან დასაცავია!!! სხვაგვარად აიზილება ტყუილ-მართალი, კეთილი და ბოროტი... არ შემიძლია არ დავწერო მოკლედ ის, რაც ასევე მორალური ტერორის ნაწილია, - ამის შესახებ პარლამენტის წევრი ეკა ბესელია „ფეისბუქის“ თავის გვერდზე წერს.

 

„დაუცველობის განცდა უჩდებათ ადამიანებს, როდესაც ხედავენ რამდენჯერ განხორციელდა პირადი სივრცის ხელყოფა, უკანონო ჩანაწერების გავრცელება და ისევ არ ჩანს ამ ყველაფრის ორგანიზატორი .... მაგრამ მაშინვე ჩნდებიან საჯარო კომენტარებით მათიკაშვილ-ოხანაშვილ -კილაძეები .. (ყველას გვარს რა ჩამოთვლის...კოლექტიური ტერორისტები) მათი კომენტარები ისეთი ამაზრზენია, რომ განცდა გრჩება ამ მორალური ტერორის მონაწილეები თავადაც არიან....უხარიათ...ვერ მალავენ შურისძიების სურვილს, ვერ ახერხებენ ასეთ დროს მაინც თავშეკავებას თავდასხმისგან....

 

მედიას მინდა ვთხოვო ისევ, მათ დიდი გავლენა აქვთ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე: ნუ შეუწყობთ ირიბად და უნებლიედაც კი - განმეორებით ვიქტიმიზაციას ხელს და ნუ მისცემთ საშუალებას მორალურ ტერორისტებს საჯაროდ განახორციელონ ეს ბოროტება... კითხვა დაუსვით კილაძეს როცა დახურულ მასალებს ასაჯაროებს ღია ეთერში, საიდან უნდა ქონდეს მოწმეს ეს მასალები ნანახი, როცა ამის უფლება არა აქვს კანონით და რატომ არ რეაგირებს საგამოძიებო უწყება როდესაც საჯაროვდება დახურული მასალები? აღარაფერს ვამბობ ამ სიცრუის და ცილისწამების დაუსრულებელ სერიალზე რაც მოედინება...არ ვთვლი პასუხის ღირსად მათ ვისაც არა აქვთ ღირსება!!! დაე საზოგადოებამ განსაჯოს, დაინახოს, გააცნობიეროს რა ხდება და სახელი დაარქვას! მე მინდა გაჩვენოთ, რომ ქალის დამარცხება ამ მეთოდებით შეუძლებელია- როცა ის იბრძვის სიმართლისა და სამართლიანობისთვის! მე მინდა დაიჯეროთ რომ შეუძლებელია გატეხო ქალი, როცა ის იბრძვის სხვათა დასაცავად და სამშობლოს უკეთესი მომავლისთვის !!! მე ვეცდები ეს საკუთარი მაგალითით დაინახოთ და დაიჯეროთ !!! იოლია?- არა! არაა იოლი, მაგრამ შესაძლებელია .... !!! ადამიანის ღირსება მის არჩევანშია! მე ბევრი წლის წინ გავაკეთე ეს არჩევანი თავისუფლებისა და სამართლიანობისთვის!

 

მჯერა რომ მარტო არა ვარ და ბევრნი ვართ!!!“ - აღნიშნავს ბესელია.

ექსკლუზიური

არქივი

« « » » ოქტომბერი 2019
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31

ამინდი

Tbilisi

ბლოგერები

Global Press
ვალოდია ჯინჭარაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
გიორგი გიორგაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
მერაბ ცაავა
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი

ყველა ბლოგერი

ჟურნალისტური გამოძიება

გამოკითხვა

საქართველოში, პროსტიტუციის ლეგალიზაცია უნდა მოხდეს თუ არა?