სტიქიაა რაჭაში. ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე რიონი ადიდდა და მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა.
დაიტბორა ნაკვეთები, განადგურდა ნათესები, დაზიანდა ხიდები და ნაკვეთებამდე მისასვლელი გზა ჩამოშალა
. გარესამყაროს სულ 12 სოფელია მოწყვეტილი. სტიქიის გამო ონის რაიონის სოფელ ღარში მხარის რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებიან.
ძლიერი წვიმების გამო იაპონიაში 200 ათასი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Kyodo ავრცელებს.
კუმამოტოსა და კაგოსიმას პრეფექტურებში საფრთხის მაქსიმალური დონეა გამოცხადებული, რაც ადამიანების სიცოცხლისთვის საფრთხის არსებობას გულისხმობს. ბოლო მონაცემებით, კუმამოტოს პრეფექტურაში უგზო-უკვლოდ დაკარგულად სულ მცირე 13 ადამიანი ითვლება. ძლიერი წვიმების გამო ელექტროენერგიის გარეშე 9 ათასი სახლი დარჩა.
პრემიერ-მინისტრის, სინძო აბეს კანცელარიაში კრიზისული შტაბი შეიქმნა. სტიქიის ეპიცენტრში 10 ათასი სამხედრო გაემგზავრა.
ავსტრალიაში, ქუინსლენდის შტატში წყალდიდობის გამო, ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
როგორც შტატის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა, ბოლო 24 საათის განმავლობაში 18 სამაშველო ოპერაცია ჩატარდა, რომლის შედეგად 1 100 ადამიანის ევაკუირება მოხდა.
ქუინსლენდის შტატის პრემიერის ანასტასია პალაშუკის განცხადებით, წყალდიდობის შედეგად რამდენიმე ათასი სახლი დაიტბორა.
სტიქიას ებრძვიან რაჭაში. ონის მუნიციპალიტეტის 12 სოფელი გარესამყაროსაა მოწყვეტილი. მხარის გუბერნატორის, არჩილ ჯაფარიძის ინფორმაციით, წაღებულია ათამდე ხიდი და დაზიანებულია ინფრასტრუქტურა.
ასევე, ცენტრალური გზის რამდენიმე მონაკვეთი წყალმა წაიღო, შესაბამისად გადაადგილება გართულებულია. არჩილ ჯაფარიძის თქმით, ზარალი საკმაოდ დიდია და რეგიონში რთული ვითარებაა.
ბრაზილიაში გადაუღებელი წვიმისგან გამოწვეულ წყალდიდობასა და მეწყერს ბოლო მონაცემებით 53 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ Associated Press-ი წერს.
სტიქიამ მინას-ჟეიერასის შტატი დააზარალა. იქ 19 ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა, დაახლოებით 20 000 კი ევაკუირებულია.
შტატის გუბერნატორმა გუსტავო ზემამ 99 ქალაქში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
ტროპიკულმა შტორმა „ფლორენსმა“ ამერიკაში 7 ადამიანი იმსხვერპლა, - ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ შტორმის შედეგად, რომელიც ჩრდილოეთ კაროლინის სანაპიროს დაატყდა თავს, ხუთი ადამიანი გარდაიცვალა, რომელთა შორის ერთი ბავშვია. ერთი ადამიანი კი დაშავდა.
930 ათასამდე ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. სამხრეთ კაროლინის ტერიტორიაზე შტორმმა წყალდიდობები გამოიწვია. სტიქიას ეროვნული გვარდიის ათი ათასამდე სამხედრო მოსამსახურე და სამოქალაქო პირი წყლის ტრანსპორტით, ვერტმფრენებითა და კატერებით ებრძვიან.
პარასკევს „ფლორენსის“ სიჩქარე ტროპიკულ შტორმამდე შემცირდა, რომლის სიჩქარეც საათში 110 კილომეტრს შეადგენს.