Global Press

Georgia

Global PressGlobal PressGlobal PressGlobal Press

USD
3.2242
EUR
3.8094
RUR
0.0421
GBP
4.1992

„ბარსელონას“ კაპიტანი, ლიონელ მესი, ლუის სუარესს ემოციურად დაემშვიდობა.

 

ურუგვაელი თავდამსხმელი კარიერას მადრიდის „ატლეტიკოში“ გააგრძელებს.

 

„საქმის კურსში ვიყავი, მაგრამ დღეს გასახდელში შევედი და ნამდვილი დარტყმა მაშინ მივიღე. როგორი რთული იქნება, რომ დღიდან დღემდე შენთან ერთად ვერ ვიქნები, როგორც მოედანზე, ისე მის ფარგლებს გარეთ. ეს დღეები წარმოუდგენლად მომენატრება.

 

მრავალი წელი იყო, მეგობრობა, ვახშამი, სადილი... უამრავი რამ იყო დაუვიწყარი, ყოველდღეს ერთად ვატარებდით და ახლა, საშინელება იქნება შენი სხვა გუნდის მაისურით ხილვა, მითუმეტეს შენთან დაპირისპირება.

 

შენ ისეთ გამომშვიდობებას იმსახურებდი, როგორი ფეხბურთელიც იყავი ამ გუნდისთვის: მის ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, რომელმაც უამრავ რამეს მიაღწია როგორც გუნდურად, ისე ინდივიდუალურად, მათ კი მოგისროლეს. თუმცა, უნდა ვაღიარო, რომ ეს აღარც მიკვირს.

 

ყველაფერ საუკეთესოს გისურვებ ამ ახალ გამოწვევაში. მიყვარხარ, ძალიან მიყვარხარ და მალე გნახავ, მეგობარო.“ - წერს ლეო მესი ინსტაგრამში.

ფრანგულმა გამოცემამ, L’Équipe-მა მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელად ზინედინ ზიდანი დაასახელა.

 

მასთან ერთად, საუკეთესო მწვრთნელის კატეგორიაში „ლივერპულისა“ და „მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელები, იურგენ კლოპი და პეპ გვარდიოლაც იყვნენ, თუმცა გამოცემის რჩეული ზიდანი გახდა.

 

ზიდანის ხელმძღვანელობით, სამეფო კლუბმა, სამწლიანი პაუზის შემდეგ, 34-ე ლა-ლიგის ტიტული მოაგებინა.

შვეიცარიის ქალაქ ნიონში უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის კენჭისყრა გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას UEFA ოფიციალურ Twitter-ზე ავრცელებს.

 

მადრიდის „ატლეტიკო“, რომელმაც მერვედფინალში ტურნირის მოქმედი ჩემპიონი „ლივერპული“ დაამარცხა, „ლაიპციგს“ შეხვდება.

 

„ბარსელონა“ - „ნაპოლისა“ და „ბაიერნი“ - „ჩელსის“ წყვილებში გამარჯვებულები მეოთხედფინალში დაუპირისპირდებიან. „ლიონის“ ბარიერის დაძლევის შემთხვევაში „იუვენტუსის“ მეტოქე „მანჩესტერ სიტისა“ და „რეალს“ შორის მოგებული იქნება.

 

„პარი სენ-ჟერმენი“ კი წლევანდელი სეზონის ერთ-ერთ აღმოჩენას, ბერგამოს „ატალანტას“ შეხვდება. შეგახსენებთ, რომ წელს ყველა თამაში ლისაბონში შედგება და ორის ნაცვლად, მეოთხედფინალები ერთმატჩიანი იქნება.

 

თბილისის ,,ლოკომოტივი“ ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდში მოსკოვის ,,დინამოს“ დაუპირისპირდება

 

უეფას ევროპალიგის კენჭისყრა დღეს, 31 აგვისტოს გაიმართა, შვეიცარიის ქალაქ ნიონში. კენჭისყრის შედეგად 1 მატჩიანი დაპირისპირება თბილისში, 17 სექტემბერს გაიმართება

 

როგორც ცნობილია, 27 აგვსტოს თბილისის ,,ლოკომოტივმა“ ევროპა ლიგის პირველ რაუნდში რუმინული ,,უნივერსტატია კრაიოვა“ 2:1 დაამარცხა

ესპანეთის ნაკრებისა და მადრიდის "რეალის" ყოფილი მეკარე იკერ კასილასი ფეხბურთიდან წავიდა. ინფორმაცია ფეხბურთელმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე გაავრცელა.

 

კასილასის გადაწყვეტილების მიზეზი გულის პრობლემები  გახდა. ლეგენდარული ესპანელი მეკარე მსოფლიო თასის მფლობელი და ევროპის ჩემპიონატის ორგზის გამარჯვებულია, მის კოლექციაში კი 24 პრესტიჟული ჯილდოა. კარიერის ბოლო წლები კასილასმა პორტუგალიურ კლუბ "პორტუში" გაატარა.

 

იკერ კასილასის ფეხბურთიდან წასვლას, მადრიდის „რეალი“  ოფიციალური ვებ-გვერდის საშუალებით გამოეხმაურა.  როგორც გავრცელებულ განცხადებაში წერია, 118 წლიანი ისტორიის მანძილზე „ბლანკოსი“ ყოველთვის პატივს სცემდა იმ ღირებულებების მატარებელ მოთამაშეებს, როგორიც კასილასი იყო.

 

,,მადრიდის „“ხელმძღვანელობას სურს, გამოავლინოს დიდი პატივისცემა და სიყვარული მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდის, იკერ კასილასის მიმართა, რომელმაც ოფიციალურად დაადასტურა საფეხბურთო კარიერის დასრულება.

 

118 წლიანი ისტორიის მანძილზე „ბლანკოსი“ ყოველთვის პატივს სცემდა იმ ღირებულებების მატარებელ მოთამაშეებს, როგორიც კასილასი იყო.

 

იკერმა „ბლანკოსის“ მაისურით 16 სეზონი ჩაატარა, მის ანგარიშზე 725 ჩატარებული მატჩი და 19 ტიტულია.

 

კასილასი „რეალს“ ეკუთვნის და ასე იქნება მუდამ.

 

ჰალა იკერ!!!" - წერია მადრიდის რეალის მიერ გავრცელებულ განცხადებაში

არგენტინელი ფორვარდისთვის „ბარსელონა“ ხელფასის შემცირებას აპირებს. ამის შესახებ ინფორმაცია El Chiringuito TV-ის twitter-ზე გავრცელდა.

 

წყაროს ცნობით, კლუბის პრეზიდენტი, თავის გადაწყვეტილებას, გუნდის კაპიტან ლიონელ მესის თავად აცნობებს. რა თანხით მცირდება მესის ხელფასი, ჯერ ცნობილი არაა. ამ დროისთვის, „ბარსელონა“ ფორვარდს წელიწადში 90 მილიონ ევროს უხდის.

 

„ბარსელონას“ არგენტინელმა თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ კატალონიურ კლუბთან ახალი კონტრაქტის შესახებ მოლაპარაკებებია შეაჩერა. ამის შესახებ Cadena SER-ი წერს.

 

33 წლის ფორვარდის მიმდინარე კონტრაქტი 2021 წლის ივნისში იწურება. გავრცელებული ინფორმაციით, ფეხბურთელი „ბარსელონაში“ არსებული გარემოთი დაიღალა.

 

ივნისის დასაწყისში მედიაში დაიწერა, რომ მესიმ „ბარსელონასთან“ კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე მოლაპარაკებები წამოიწყო.

 

არგენტინელი ფეხბურთელი „ბარსაში“ 2004 წლიდან თამაშობს. გუნდთა ერთად ის ესპანეთის ჩემპიონი 10-ჯერ გახდა, ესპანეთის თასი 6-ჯერ მოიპოვა, ჩემიონთა ლიგის გამარჯვებული კი 4-ჯერ გახდა. გარდა ამისა, მესიმ „ოქროს ბურთი“ 5-ჯერ მიიღო.

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი დავით თარგამაძე კარიერას „სამტრედიაში“ გააგრძელებს. 30 წლის ნახევარმცველმა ახალ გუნდთან კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გააფორმა და თანაგუნდელებთან ერთად ვარჯიშს ხვალიდან დაიწყებს.

 

თარგამაძე ბოლოს კრისტალბეთ ლიგა 2-ის გუნდ „შევარდენში“ გამოდიოდა, თუმცა პანდემიის გამო მხოლოდ ერთი შეხვედრა ჩაატარა.

 

კარიერის მანძილზე თარგამაძეს გერმანულ „ფრაიბურგში“, უკრაინულ „ოლექსანდრიასა“ და „ილიჩევეცში“, „საბურთალოსა“ და „სიონში“ უთამაშია, საქართველოს ეროვნულ ნაკრებში კი მის ანგარიშზე 20 შეხვედრაში 2 ბურთია.

მადრიდის „რეალისა“ და ესპანეთის ნაკრების კაპიტანი სერხიო რამოსი მამა მეოთხედ გახდა.

 

34 წლის სპორტსმენმა და თავისმა მეუღლემ, პილარ რუბიომ ახალშობილ ბიჭუნას, რომელიც 3.27 კილოგრამი დაიბადა, მაქსიმო როდრიგო დაარქვეს.

 

სერხიო რამოსი პილარ რუბიოსთან ქორწინებაში 2012 წლიდანაა და მაქსიმო როდრიგოს გარდა, მათ კიდევ სამი შვილი, 5 წლის სერხიო-უმცროსი, 4 წლის მარკო და 2 წლის ალეხანდრო ჰყავთ. რამოსი გასულ სეზონში „რეალთან“ ერთად ესპანეთის ლა ლიგის გამარჯვებული გახდა.

ტურინის იუვენტუსის ვარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუ პირველი ფეხბურთელი მილიარდერი გახდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული გამოცემა Forbes ავრცელებს.

 

35 წლის პორტუგალიელი სპორტის ისტორიაში მესამე მილიარდერი გახდა. მანამდე ამ სიაში ამერიკელი მოკრივე, ფლოიდ მეივეზერი და მისი თანამემამულე გოლფის მოთამაშე, ტაიგერ ვუდსი მოხვდნენ.

 

რონალდუს 17-წლიანი კარიერის განმავლობაში ხელფასის სახით 650 მილიონი დოლარი აქვს გამომუშავებული, დანარჩენი თანხა კი სხვადასხვა სპონსორული შეთანხმების შედეგად მიიღო.

 

მხოლოდ გასულ სეზონში კრიშტიანუმ 105 მილიონი ევრო გამოიმუშავა.

 

რეიტინგის შედგენისას, „ფორბსი“ ითვალისწინებს სპორტსმენის მიერ კარიერის განმავლობაში სხვადასხვა ხერხით გამომუშავებულ თანხას - ხელფასი, სპონსორობა, სარეკლამო კონტრაქტები და სხვა.

უეფას ჩემპიონთა ლიგა „იუვენტუსისა“ და „რეალ მადრიდის“ გარეშე გრძელდება. მადრიდელები მანჩესტერში „სიტისთან“ 1:2 დამარცხდნენ და ბოლო ორი წლის განმავლობაში ამ ტურნირზე მერვედფინალში გამოსვლა მეორედ დაასრულეს.

 

მასპინძელთა შემადგენლობაში გოლები რაჰიმ სტერლინგმა და გაბრიელ ჟეზუსმა გაიტანეს, რასაც სტუმართა თავდამსხმელმა კარიმ ბენზემამ თავური დარტყმით უპასუხა.

 

ტურინის „იუვენტუსმა“ საკუთარ მოედანზე რონალდოს დუბლით „ლიონს“ 2:1 მოუგო, თუმცა ეს შემდეგ ეტაპზე გასასვლელად საკმარისი არ აღმოჩნდა, რადგან ტურინელებს საფრანგეთში 0:1 ქონდათ წაგებული.

 

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპი დღეს „ბარსელონა“ - „ნაპოლის“ და „ბაიერნი“ - „ჩელსის|“ თამაშებით დასრულდება.

 

ორივე შეხვედრა საქართველოს დროით 23:00 საათზე დაიწყება.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ლევან კობიაშვილის განცხადებით, რამდენიმე დღეში შესაბამის პროტოკოლში შევა ცვლილებები და სტადიონებზე, საფეხბურთო მატჩებზე მაყურებლის დაშვება დისტანციის დაცვით და სპეციალური წესების გათვალისწინებით მოხდება. ინფორმაცია მედიას კობიაშვილმა საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ მიაწოდა.

 

„თვეზე მეტია ჩვენი საფეხბურთო ჩემპიონატი დაიწყო, თუმცა თამაშები მიმდინარეობს მაყურებლის დასწრების გარეშე. გარკვეულ ეტაპზე დადგა სირთულეები ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენი პრიორიტეტია ადამიანების უსაფრთხოება და ჯანმრთელობა, თუმცა რაღაც ეტაპზე საჭიროა შეზღუდვების მოხსნა. დღეს საკოორდინაციო საბჭოს წევრებს მოვახსენე დღევანდელი მდგომარეობა სტადიონებთან დაკავშირებით. სტადიონების მიღმა გულშემატკივრები იკრიბებიან ვიწრო სივრცეში, რას უსაფრთხოების კუთხით კოვიდინფექციასთან მიმართებით, არაა სასურველი.

 

შესაბამისად, საკითხი დადგა გულშემატკივართა სტადიონზე დაშვებასთან დაკავშირებით. პოზიტიური მხარდაჭერაა ამ საკითხთან დაკავშირებით და შემდგომი დღეების განმავლობაში ცვლილებები შევა პროტოკოლში გულშემატკივრების დაშვებაზე. თუმცა ეს არ მოხდება ქაოტურად. პირველ რიგში მოხდება ყველა სტანდარტის დაცვა. ასევე დაითვლება თუ რა რაოდენობის გულშემატკივრის დაშვება შეიძლება სტადიონებზე. რასაკვირველია ეს მოხდება დისტანციის დაცვით“, - განაცხადა კობიაშვილმა.

 

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 2020 წლის სეზონი 25 ივნისს განახლდა.

Football Benchmark-მა პლანეტის ყველაზე ძვირადღირებული კლუბების განახლებული რეიტინგი წარადგინა. ანგარიშში მოცემულია 32 ყველაზე ცნობილი ევროპული საფეხბურთო კლუბის შეფასება.

 

მადრიდის „რეალი“ კვლავ ყველაზე ძვირადღირებული კლუბია, რომლის ღირებულება 3.478 მილიარდი ევროა; მეორე ადგილზე „მანჩესტერ იუნაიტედია“, რომლის ფასი 3.342 მილიარდია; ხოლო კატალონიის „ბარსელონა“ ბრინჯაოს 3.319 მილიარდი ევროთი დასჯერდა.

 

აღსანიშნავია, რომ ტურინის „იუვენტუსი“ ათეულს მიღმა მოხვდა.

 

1. მადრიდის "რეალი" - 3.478 მილიარდი

 

2. "მანჩესტერ იუნაიტედი" - 3.342 მილიარდი

 

3. კატალონიის "ბარსელონა" - 3.319 მილიარდი

 

4. მიუნხენის "ბავარია" - 2.878 მილიარდი

 

5. "ლივერპული" - 2.658 მილიარდი

 

6. "მანჩესტერ სიტი" - 2. 606 მილიარდი

 

7. ლონდონის "ჩელსი" - 2.218 მილიარდი

 

8. "ტოტენჰემ ჰოთსპური" - 2.067 მილიარდი

 

9. პსჟ - 1.911

 

10. ლონდონის "არსენალი" - 1.852 მილიარდი

 

11. ტურინის "იუვენტუსი" - 1.735 მილიარდი

 

12. დორტმუნდის "ბორუსია" - 1.281 მილიარდი

ექსკლუზიური

არქივი

« « » » ოქტომბერი 2019
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31

ამინდი

Tbilisi

ბლოგერები

Global Press
ვალოდია ჯინჭარაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
გიორგი გიორგაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
მერაბ ცაავა
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი

ყველა ბლოგერი

ჟურნალისტური გამოძიება

გამოკითხვა

საქართველოში, პროსტიტუციის ლეგალიზაცია უნდა მოხდეს თუ არა?