,,მადრიდის "რეალის" დირექტორთა საბჭომ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ლეგენდარული ზინედინ ზიდანი დააბრუნდა. სანტიაგო სოლარი კი გაათავისუფლა. ფრანგი მთავარი მწვრთნელი ,,სამეფო კლუბს“ 2022 ივნისამდე გაწვრთნის. პრესემა, ზიდანი ,,სანტიაგო ბერნაბეუს“ პრეს-ცენტრში თბილისის დროით 23:00 საათზე წარადგინა.

 

მადრიდის რეალის დირექტორის ფლორეტინო პერესის განცხადებით , მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი "რეალში" დაბრუნდა, ამით კი ყველა გულშემატკივარი ამაყობს.

 

,,შესანიშნავი შემადგენლობა გვყავს, მაგრამ ვერ მივაღწიეთ იმას, რასაც მრავალწლიანი გამარჯვებების შემდეგ ველოდით.

 

ახალი სახელოვანი ეპოქის ძიებაში მუშაობა უნდა დავიწყოთ და ჩვენი მაქსიმალური დონე აღვადგინოთ. ამიტომ, ზინედინ ზიდანს მივესალმებით". როცა ხუთი დღის წინ მას შინ დაბრუნება შევთავაზეთ, მან თავისი ერთგულება გვიჩვენა.

 

მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი "რეალში" დაბრუნდა და ყველა გულშემატკივარი ამაყობს, რომ ზიდანი ჩვენთან ერთადაა. ის კლუბის სიდიადეს წარმოადგენს". - განაცხადა პერესმა პერესმა, ასევე ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ ზიდანს მბაპეს დაყოლიება შეუძლია

 

ზინედინ ზიდანმა ,,სანტიაგო ბერნაბეუზე“ გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ რეალი დატოვა, რადგან ეს კლუბს და მას ჭირდებოდა, ახლა დაბრუნდა რადგან ფლორეტინო პერესმა დაურეკა.

 

,,მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ისევ უდიდეს კლუბში ვიმუშავებ, ისევ ამ დიდებულ ფეხბურთელებთან. რეალი იმიტომ დავტოვე, რომ იმ დროს მე ეს მჭირდებოდა და კლუბს ჭირდებოდა სიახლე.

 

აქ დავბრუნდი იმიტომ, რომ პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა დამირეკა. მე კი ძალიან ვაფასებ მას და მიყვარს ეს კლუბი. ამიტომაც დავბრუნდი. 

 

ყველაზე მნიშვნელოვანი რამ ისაა, რომ რვა თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, ერთი სული მაქვს, როდის გავმართავ პირველ ვარჯიშს" - აღნიშნა ზიდანმა

 

მისი თქმით ამბიცია რეალთან ერთად არსად გამქრალა

 

"ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, რადგან ყოველ ფეხბურთელს რეალი ფანატიკურად უყვარს და მეც ერთ-ერთი მათგანი ვარ. მე მითამაშია ამ გერბით, ვიყავით რეალის ერთ-ერთი ფეხბურთელი და ბევრი რამ მომიგია. მე კლუბის ერთ-ერთი ნაწილი ვარ. ძალიან კარგად ვიცი სად მოვხვდი და რა მელის, ყველაფერი უნდა მივიღო, ისე, როგორც ეს საჭიროა. ჩემი ამბიცია რეალთან ერთად არსად გამქრალა. ყოველი ვარჯიშის შემდეგ უკეთესი გუნდი უნდა გავხდეთ". - განაცხადა ზინედინს ზიდანმა

 

46 წლის ფრანგმა სპეციალისტმა სამეფო კლუბს ზედიზედ სამჯერ ჩემპიონთა ლიგაში გაამარჯვებინა, თითოჯერ - ლა ლიგასა (2016/17) და ესპანეთის თასზე (2017). ზიდანის რეალმა ასევე ორ-ორჯერ მოიგო უეფას სუპერთასი (2016 და 2017 წლებში) და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი (2016 და 2017 წლებში).

 

რეალი მან 2018 წლის მაისში დატოვა

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.