საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში პირველი სამი ქულა მოიპოვა. ქართველმა ფეხბურთელებმა „დინამო არენაზე“ გიბრალტარის ნაკრები დიდი ანგარიშით 3:0 დაამარცხეს.

 

პირველ ნახევარში საქართველოს ნაკრების მხრიდან თავი ვაკო გვილიამ გამოიჩნია და 30-ე წუთზე ანგარიში გახსნა. შესვენების შემდეგ კი ჯერ გიორგი პაპუნაშვილმა ნაკრების უპირატესობა ორბურთიანი გახადა, შემდეგ კი ვატო არველაძემ თერთმეტმეტრიანი დარტყმით ანგარიში 3:0 გახადა.

 

სამი თამაშის შემდეგ საქართველოს ნაკრები ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში, D ჯგუფში სამი ქულით მესამე ადგილს იკავებს. მომდევნო შეხვედრას საქართველოს ნაკრები 10 ივნისს დანიის წინააღმდეგ კოპენჰაგენში გამართავს.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.