„ბარსელონას“ კაპიტანი, ლიონელ მესი, ლუის სუარესს ემოციურად დაემშვიდობა.

 

ურუგვაელი თავდამსხმელი კარიერას მადრიდის „ატლეტიკოში“ გააგრძელებს.

 

„საქმის კურსში ვიყავი, მაგრამ დღეს გასახდელში შევედი და ნამდვილი დარტყმა მაშინ მივიღე. როგორი რთული იქნება, რომ დღიდან დღემდე შენთან ერთად ვერ ვიქნები, როგორც მოედანზე, ისე მის ფარგლებს გარეთ. ეს დღეები წარმოუდგენლად მომენატრება.

 

მრავალი წელი იყო, მეგობრობა, ვახშამი, სადილი... უამრავი რამ იყო დაუვიწყარი, ყოველდღეს ერთად ვატარებდით და ახლა, საშინელება იქნება შენი სხვა გუნდის მაისურით ხილვა, მითუმეტეს შენთან დაპირისპირება.

 

შენ ისეთ გამომშვიდობებას იმსახურებდი, როგორი ფეხბურთელიც იყავი ამ გუნდისთვის: მის ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, რომელმაც უამრავ რამეს მიაღწია როგორც გუნდურად, ისე ინდივიდუალურად, მათ კი მოგისროლეს. თუმცა, უნდა ვაღიარო, რომ ეს აღარც მიკვირს.

 

ყველაფერ საუკეთესოს გისურვებ ამ ახალ გამოწვევაში. მიყვარხარ, ძალიან მიყვარხარ და მალე გნახავ, მეგობარო.“ - წერს ლეო მესი ინსტაგრამში.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.