ვენესუელა იმ ხუთ ქვეყანას შორის ერთ-ერთია, რომელმაც რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონები - აფხაზეთი და ცხინვალი ე.წ დამოუკიდებელ რესპუბლიკად 2009 წლის სექტემბერში სცნო. აქედან გამომდინარე ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვენესუელაში განვითარებული მოვლენები.

 

ვენესუელაში მძიმე ეკონომიკურმა კრიზისმა და მადუროს რეჟიმის მზარდმა ავტორიტარიზმა მასობრივი სახალხო პროტესტი გამოიწვია. ოპოზიცია მადუროს ხელისუფლებას ქვეყნის ეკონომიკის ჩამოშლასა და ადამიანის უფლებათა დარღვევაში ადანაშაულებს. მთელი ქვეყნის მაშტაბით სახალხო დემონსტრაცია ძალადობაში გადაიზარდა, რომელსაც რამოდენიმე ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ვენესუელას მოვლენებმა მკაფიო საგარეო განზომილება მას შემდეგ მიიღო, როცა 2019 წლის 23 იანვარს ვენესუელას საკანონმდებლო ორგანოს, ეროვნული ასამბლეის თავჯდომარემ, ხუან გუაიდომ თავი დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა, რასაც აშშ-ს მხრიდან მისი ლეგიტიმურობის აღიარება მოჰყვა, რის გამოც, მადუროს მთავრობამ შეერთებულ შტატებთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა.

 

საქართველოს ხელისუფლებამ აშშ-თან ერთად ერთ-ერთმა პირველმა აღიარა დროებით პრეზიდენტად ოპოზიციონერი ლიდერი ხუან გუაიდო, სრული მხარდაჭერა გამოუცხადა და იმედი გამოთქვა, რომ ვენესუელას ახალ მთავრობასთან ოკუპირებული ცხინვალისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების გაუქმება მიღწეული იქნება.

 

როგორც ცნობილია, ვენესუელას დროებითი ხელისუფლება მზად არის, მისი წინამორბედი ხელმძღვანელის ნიკოლას მადუროს ბრძანება აფხაზეთის და ე.წ. სამხეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ გააუქმოს, _ამის შესახებ ვენესუელას ეროვნულის ასამბლეის მიერ ამერიკის სახელმწიფოთა ორგანიზაციებში დანიშნულმა სპეციალურმა წარმომადგენელმა გუსტავო ტარემ ,,რუსთავი 2“ - თან საუბარში განაცხადა.

 

,,არც კი უნდა დამისვათ ეს შეკითხვა, არ ვაპირებთ მადუროს ადმინისტრაციის პოლიტიკის წარმოებას. ჩვენ რუსეთის ფედერაციის არ გვეშინია“, -  განაცხადა ტარემ.

 

აღსანიშნავია, ბრაზილიაში საქართველოს ელჩის და ვენესუელას დროებით პრეზიდენტის ხუან გუაიდოს შეხვდრა კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტაში.

 

ელჩის განცხადებით, შეხვედრაზე ხუან გუაიდომ მადლიერება გამოხატა საქართველოს მთავრობის მიმართ ვენესუელელი ხალხის დემოკრატიული მისწრაფებებისა და თავისუფლების მხარდაჭერისათვის.

 

გუაიდომ, ასევე აღნიშნა რომ საერთაშორისო მხარდაჭერით ჰუმანიტარული კატასტროფა უახლოეს პერიოდში დაიძლევა და გამოთქვა იმედი, რომ პოლიტიკური კრიზისი, რომელშიც მადუროს რეჟიმი ამყოფებს ქვეყანას დემოკრატიული ტრანზიციის შედეგად დასრულდება.

 

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ,,გლობალ პრესი“ რონდელის ფონდის მკვლევარს ზურაბ ბატიაშვილს ესაუბრა.

 

მისი შეფასებით ვენესუელაში ხელისუფლების სრული კოლაფსია, რაც დიდ ცვლილებებს გამოიწვევეს.

 

ბატიაშვილის განცხადებით, გუიადოს ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, რომც არ უნდოდეს, იძულებული იქნება საქართველოს სეპარატისტული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ მხარდაჭერა გააუქმოს, რადგან მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამერიკის ჰუმანიტარული დახმარება, რომ საკუთარი მოსახლეობა გამოკვებოს და გადაარჩინოს.

 

„ვენესუელა არის მაგალითი, იმისა თუ რა შეილება მოიტანოს რადიკალურად განწყობილი ძალების ხელისუფლებაში ყოფნამ და იმ თავგადასავლებმა, რაც შეძლება ამ რეჟიმების მართველობას ახლდეს.

 

ვენესუელა არის ქვეყანა, რომელსაც გამოცხადებული აქვს, რომ აშენებს სოციალიზმს, ამან არცერთ ქვეყანაში არ გაამრთალა. სოციალიზმის იდეის დამცველები ამბობენ, რომ აქ არ გაამართალა, რადგან არასწორად დაიგეგმა ეს მოდელი, მაგრამ სხვაგან გაამართლებს. ჩვენ ვხედავთ, რომ სოციალიზმი არსად ამართლებს. მსოფლიოს მე-20, 21-ე საუკუნის ისტორიის მანძლიზე, ძალიან ბევრი მაგალითი ვნახეთ, რომ არსად არ ამართლებს ეს რადიკალური სოციალიზმი.

 

მემარცხენეობა სხვა არის და ევროპაში ნაკლებად დარჩა მემეარცხენეობა-მემარჯვენეობა, სადღაც შუაში შეჯერდენ, მაგრამ არის მთელი რიგი ქვეყნებისა, სადაც სამწუხაროდ ამ ექსპერიმენტებს აგრძელებენ და აგრძელებენ საკუთარი ხალხის, საკუთარი ადამიანების, ხშირ შემთხვევაში არამარტო კეთილდღეობის, არამედ სიცოცხლის ფასად, ამის ყველაზე ნათელი მაგალითია ვენესუელა, სადაც უკვე ჰუმანიტარული კატასტროფაა.

 

მოსახლეობას სამედიცინო მომსახურეობის, განათლების და ა.შ. მიღების საშუალება უკვე აღარ აქვთ, ასევე აღარ აქვთ საკვები.

 

ჰუმანიტარულ დახმარებასთან დაკავშირებული კრიზისი გრძელდება, ხელისუფლება არ უშვებს უცხოეთიდან დახმარებას, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იქ მცხოვრები ადამიანების გადასარჩენად.

 

ბოლო დღეებში, ეს სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდა, მერამდენე დღეა უკვე, რომ ვენესუელაში ელექტრო ენერგია არ აქვთ. ელექტრო ენერგიის არ არსებობის გამო, წყალიც აღარ არის, წყალი რომ არ არის ადამიანებმა დაბიძურებული წყლის დალევა დაიწყეს, რადგან სხვა ალტერნატივა არ არის. აქედან გამომდინარე, ვენესუელაში ხელისუფლების კოლაფსი შეიქმნა.

 

იმედია, რომ ქვეყანა არ მივა სამოქალაქო დაპირისპირების ცხელ ფაზამდე. ისედაც არის დაპირისპირება, არის გამოსვლები, რომლის დარბევა ხდება, რასაც მსხვერპლი მოჰყვა, მაგრამ დიდი მაშტაბის სამოქალაქო დაპირსპირება არ არის და იმედია ასეთი დაპირისპირების გარეშე შეძლებენ კონფლიქტის მოგვარებას, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ხელისუფლება არაფრის დათმობას არ აპირებს, მათშორის არ აპირებს ვადამდელი არჩვენების ჩატარებას, ძალიან ძნელი წარმოსადგენია როგორ შეიძლება ეს მოხდეს“.

 

ვენესუელის კრიზისში რამდენად დიდია აშშ-ს და რუსეთის გავლენა? 

 

„რა თქმა უნდა დიდია, ოპოზიციას მხარს უჭერს აშშ, ხოლო ხელისუფლებას რუსეთი. რუსეთი, როგორც წესი ყოველთვის წაგებულ და არაპოპულარულ მხარეს იჭერს.

 

ცხადია, მადუროს ხელისუფლება, ესეთ ქაოსში ვერ შენარჩუნდება. ვენესუელაში ცვლილებები იქნება, მაგრამ მთავარია, რამდენად მშვიდობიანი იქნება ეს ცვლილება, რამდენად სისხლით თუ უსისხლოდ შეძლებენ ამის შეცვლას“.

 

არის თუ არა შესაძლებელი ვენესუელის კრიზისში აშშ-ის მხრიდან სამხედრო ჩარევა ?

 

„აშშ-მ გააფრხილა მადურო, იმ შემთხვევაში, თუ გუაიდოს და მის ოჯახის წევრებს შეექმნება საფრთხე მაშინ შესაძლებელია მოხდეს სამხედრო ჩარევა, რაც არაა გამორიცხული, თუ ოპოზიციონერი ლიდერის გუაიდოს დაკავება მოხდება მადუროს რეჟიმის მხრიდან“.

 

ვენესუელაში თუ გახორციელდება ხელისუფლების ცვლილება, ამ შემთხვევაში რამდენად არის შესაძლებელი, რომ ოფიციალურმა კარაკასმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება გააუქმოს?

 

„თუ ხელისუფლების სათავეში ყოფნას მართლა მოიპოვებს გუაიდო, რა თქმა უნდა ვენესუელა უკან წაიღებს ამ აღიარებას. კონგრესის მიერ მიღებული კანონის მიხედვით, ამერიკას არ შეუძლია დაეხმაროს იმ ქვეყნებს, რომლებიც აღიარებენ ჩვენი სეპარატისტული რეჟიმების ეგრეთ წოდებულ დამოუკიდებლობას, შესაბამისად ვენესუელას ინტერესში იქნება, რომც არ უნდოდეს იძულებული იქნება, უკან წაიღოს ეს აღიარება, იმისთვის რომ ჰუმანიტარული დახმარება მიიღოს. კარაკასისთვის, რათქმაუნდა ნომერი პირველი პრიორიტეტი საქართველო კი არ არის, არამედ საკუთარი ხალხის გამოკვება და გადარჩენაა.

 

ეს პრობლემატური საკითხი არამხოლოდ ვენესუელასთან მიმართებაში დგას. არც თუ კარგი სიტუაციაა ნიკარაგუაში, რომელსაც ასევე აქვს აღიარებული ჩვენი სეპარატისტული რეგიონების ეგრეთწოდებული დამოუკიდებლობა, შემდეგი ნაბიჯი უნდა იყოს, რაც ნათლად ჩანს, რომ ვენესუელას შემდეგ იქნება ნიკარაგუა. ეს კი ჩვენთვის რა თქმა უნდა კარგია.

 

ნიკარაგუაშიც დიდი მონდომებით ვუგულშემატკივრებთ ოპოზიციის ხელისუფლებაში მოსვლას, არა იმიტომ რომ ძალიან ინტესიური კავშირები გვაქვს ამ ქვეყნებთან, არამედ ჩვენი ეროვნული ინტერესია უმთავრესი. უპირველეს ყოვლისა ეს არის ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა, საიდანაც ამოდის ყველა ჩვენი ინტერესი, განსაკუთრებით ამ შორეულ ქვეყნებში, რომელთანაც შეიძლება ინტესიური ურთიერთობა გვქონდეს, ამიტომ ჩვენს ინტერესში შედის, რომ მსგავსი პროცესები, ასევე ნიკარაგუაში განვითარდეს, რაზეც შეერთებულმა შტატებმა უკვე გააკეთა მნიშნება“.

 

აღიარების უკან წაღების პროცესში, როგორი იქნება რუსეთის ფაქტორი?

 

„რუსეთი უწევს წინააღმდეგობას, თუმცა, არ აქვს როგორც ფინანსური, ისე მორალური რესურსი, რომ სიტუაცია შეატრიალოს.

 

რუსეთს არ შეუძლია მთელი ვენესუელა გამოკვებოს, მას საკუთარი თავი გასჭირვებია. ახლა რუსეთმა ვენესუელა რომ გამოკვებოს და შეინახოს, არცთუ ისე ადვილი იქნება. ვხედავთ, რომ რუსეთი რა ეკონომიკურ სირთულეებს განიცდის, იმის გამო, რომ დაწესებული არის მთელი რიგი შეზღუდვები დასავლეთის მხრიდან, თან აკიდებული აქვს ძალიან ბევრი სიმძიმეები, ვალდებულებები, რომელიც რუსეთს უკან ექაჩება, იგივე ყირიმის რჩენა, იმიტომ რომ იქ არავინ ჩადის და იქ ეკონომიკური სირთულეებია, ამას ასევე დავუმატოთ დომბასში მიმდინარე ომი და იქ მოსახლეობის რჩენა, რაც, მისი ვალდებულებაა. იგივეს აკეთებს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონში, სადაც ბიუჯეტის უმრავლეობას ავსებს, სწორედ რუსეთი. რუსეთის ეს ვალდებულებები თავის ტკივილად არის ქცეული, ფაქტიურად ეს წყალში გადაყრილი ფულია. ამას, ასევე დავამატოთ სირიაში მიმდინარე ომი, რომელიც ასევე დიდი ფული ღირს. აქედან გამომდინარე რუსეთის რესურსები ვერ წვდება, ასე რომ ვენესუელას ტვირთვის აკიდება აღარ შეუძლია, აქ ჩანს ნამდვილი ძალა ვინ არის, არა მოხლოდ გნცხადებების დონეზე, არამედ ეკონიმიკური თვალსაზრისითაც.

 

აშშ-მ ჰუმანიტარული დახმარება ჩაიტანა და მეზობელ ქვეყნებში განათავსა, რომ შეიტანოს ვენესუელაში, ეს კი აჩვენებს, იმას რომ ვის აქვს ეკონიმიური სიძლიერე, რომელიც ძალიან მნშვნელოვანია იქ ადგილობრივი ადამიანისთვის, რომელსაც შია. გუაიდოსთვის მნიშვნელობა არ აქვს რუსეთი დაეხმარება თუ აშშ, მთავარია მისთვის ხალხი გამოიკვებოს. ახლა რეალურად ვენესუელაში შიმშილია. ვენესულაში უნდათ თავი გადაირჩინონ და შეერთებული შთატების მხარეს იჭერენ ეს კვანძი კი უახლეს მომავალში, ვფიქრობ, გაიხსნება“. 

 

საქართველოს ვენესუელასთან დიპლომატიური ურთიერთობები არ აქვს, როგორ ფიქრობთ საქართველოს ხელისუფლება როგორ შეძლებს მოლაპარაკებებს, რომ ვენესუელამ აღიარება უკან წაიღოს, ამისთვის რა უნდა გააკეთოს ქართულმა დიპლომატიამ?

 

„მართალია პირდაპირი დიპლომატიური ურთიერთობა არ გვაქვს, იმიტომ რომ ვწყვეტთ ხოლმე დიპლომატიურ ურთიერთობას, რომელსაც ცნობილი აქვს ჩვენი რეგიონების ეგრეთ წოდებული დამოუკიდებლობა, თუმცა, ჩვენი ელჩი ბრაზილიაში, რომელიც ვენესუელას მეზობელი ქვეყანაშია შეხვდა გუაიდოს, მათ სწორედ ამ საკითხებზე ისაუბრეს, ეს აჩვენებს, იმას რომ ორივე მხარე საქართველოც და ვენესუელაც არის მსგავსი დიალოგისთვის მზად და შესაბამისი პირობების და შესაბამისი სიტუაციის დადგომის შემთხვევაში მოსალოდნელია აღიარების უკან წაღებაც და დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაც“.

Merab Tsaava
ავტორი:Merab Tsaava
ვებგვერდი:www.globalpress.ge
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.