საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სერბეთის ეროვნული ასამბლეის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ საქართველო ამაყობს ევროკავშირთან ურთიერთობებში ბოლო წლების განმავლობაში მიღწეული ხელშესახები წინსვლით. ამ კონტექსტში, პარლამენტის თავმჯდომარემ უვიზო მიმოსვლის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ უვიზო მიმოსვლა ევროკავშირის მხრიდან ნდობისა და მხარდაჭერის გამოსახატ მტკიცე პოლიტიკურ გზავნილს წარმოადგენს.

 

„ასევე, ეს არის ჯილდო ჩვენი მუხლჩაუხრელი შრომისა და პარლამენტის, მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოებისა და მოქალაქეების ამ მიზნისადმი ერთგულებისათვის”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

მისივე თქმით, საქართველოს ძალისხმევა ევროკავშირთან მეტი ინტეგრაციის მიღწევაზეა ფოკუსირებული. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ჩვენი ქვეყანა აფასებს სერბეთთან ამ მიმართულებით თანამშრომლობის შესაძლებლობას.

 

„ჩვენი ძალისხმევა ფოკუსირებულია ახალი შესაძლებლობების გამოვლენის გზით, ევროკავშირთან მეტი ინტეგრაციის მიღწევაზე. ამ კუთხით, ვმუშაობთ ამბიციური საგზაო რუკაზე ევროკავშირთან დასაახლოებლად. ასეთი მიდგომა და ინიციატივა უზრუნველყოფს, რომ საქართველო მზად იქნება, როდესაც შესაბამისი პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების დრო დადგება”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.